Oct 25, 2011

(NOT) Good Morning

დღეს დილას პრაქტიკაზე რომ მოვდიოდი გაჩერებაზე ერთი თანამშრომელი დავლანდე და ეგრევე ავარიდე თვალი. ორივე ერთ ავტობუსში ავედით, ერთ გაჩერებაზე ჩამოვედით მაგრამ ჩემი პოზიცია იყო - ვერ გხედავ (აშკარად მისიც ).

ამ ფაქტზე თითქმის მთელი დილა ვფიქორობდი რატომ მოვიქეცი ასე, და ერთადერთი გამართლება ის ვუპოვე რომ არ მაქვს არაფორმალური ურთიერთობების თავი, სურვილისდა მიუხედავად, უბრალოდ არ შემწევს ამის ძალა. დილაობით ისეთი დაღლილი ვარ, სხვა ადამიანეს დილა მშვოდობისასაც ძლივს ვეუბნევი, იმიტომ შემოდგომობით და ზამთრობით ჩემთვის დილა მშვიდობიანი არაა.

რა იქნებოდა მუშაობას 10 საათზე რომ ვიწყებდეთ წელიწადის ამ პერიოდში მაინც?! დარწმუნებული ვარ ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანია, და ასევე დაწმუნებული ვარ რომ დილის 10 საათზე სამსახურის დაწყება უაზრო სტრესს და ცუდ განწობას თავიდან ძალიან ბევრ ადამიანს ააცილებდა.


2 comments:

Keti said...

მეც როგორ არ მიყვარს ფორმალური ურთიერთობები! ხან ლაპარაკისც კი არ მინდა: ერთი და იგივე კითხვები და პასუხები (როგორ ხარ, კარგად – მაშინ, როცა შეიძლება სულაც არ იყო კარგად), მერე საუბრის თემის გამოძებნა. ასეთ ნაცნობებთან ასეა ხოლმე :)

მე 10-ის ნახევარზე ვიწყებ და ვნატრობ 11-ს :) დილა ისეთი მძიმეა ხოლმე...

Toma said...

ქეთი, ამხანაგებს ხომ ხვდები? თუ არა? მაგალითად სადმე კაფეში, ან სტუმრად ან რამე მსგავსი?