Oct 19, 2011

აუზი :)

ხოდა ასე, დღეს გავწყვიტე მანკიერი წრე და წავედი აუზზე.
წასვლა დილიდან მქონდა დაგეგმილი... თუმცა ასე დაგეგმილი აქამდეც ბევრჯერ მქონია.
ხოდა დღეს, როცა კონფერენციაზე ვიჯექი, იმდენად მოსაბეზრებელი საკითხზე საუბრობდა მომხსენებელი რომ ვიფიქრე აქ ჯდომას წასვლა და ცურვა ჯობიათქო.

ვიფიქრე და გავაკეთე, ავდექი და წავედი. აუზამდე მისასვლელად ზუსტად 15 წუთი დამჭირდა. შენობაში გარკვევა თავიდან გამიჭირდა, მაგრამ როცა ყველაფერს თავი და ბოლო ვუპოვე და საცურაო აუზიც ვიპოვე სიმართლე გითხრათ ფრიად ვისიამოვნე და მართლა კარგად ვიცურავე (დაახლობით 90 წუთი). რადგან დღის მეორე ნახევარში ძალიან კარგი მომხსენებლები იყო სიაში, აუზის შემდეგ ისევ უკან მივბრუნდი და დავრჩი დღის ბოლომდე.

შენობაში რამოდენიმე აუზია, და დღეს არჩევანი 50 მეტრიან აუზზე გავაკეთე. ძალიან ბევრი ხალხი არ იყო, და "ნელ" განყოფილებაში მოხუცებთან, თინეიჯერებთან და ორსულებთან ერთად მშვენირად ვიცურავე. ამავე აუზში არის სპეციალური სექტორები ჩქარი ცურვისთვის. იგივე შენობაში არის მეორე აუზი ტრამპლინებით, ერთი პატარა აუზი წყლის აერობიკისათვის, საუნა, სოლარიუმი, ჯაკუზი და კიდევ ლიგუშატნიკი :)

მომავალ ჯერზე უფრო კარგად დავგეგმავ ვიზიტს და ცურვის შემდეგ საუნაში გავჩერდები ცოტა ხანი.

4 comments:

Keti said...

აუ, რა კარგია, რომ ცურვა იცი და ასეთი კარგი ადგილი გიპოვია...
მე ჯერ კიდევ არ ვიცი ცურვა და თუ ვისწავლი, ეგაც არ ვიცი :))

Toma said...

ქეთი, ცურვის სწავლა სულ ადვილია. მთავარია
1. წლის არ გეშინოდეს
2. ვინმემ გასწავლოს :)

ესაა და ეს :)

ცურვის უნარი ინსტიქტურად გვქვს, ბოლოსდაბოლოს 9 თვე წყალში ვიჯექით :)

Sophie שרה Golden said...

მეც რამდენი ხანია მინდა აუზზე სიარული, მაგრამ შესაფერისი ადგილი ვერ ვიპოვე ჯერჯერობით.
არასოდეს მიფიქრია ქლორიანი წყლის მავნებლობაზე, სანამ შენ არ დაწერე. საცურაო კოსტუმს თუ ასეთ დღეში აგდებს, ადამიანის კანზე როგორ უნდა მოქმედებდეს, ნეტა? :/

Toma said...

adamianis kans ashrobs :) alergia tu ar gaqvs qlorze problema araa :)