Oct 16, 2011

სტრესი და დაღლილობა + ერთი იეროგლიფი :)

პრაქტიკიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ არც წერის და არც კითხვის თავი მაქვს. ჩინურის გაკვეთილზე ბოლომდე ვერ ვჩერდები იმიტომ რომ მძინავს სკამზე, ან ყველაფერზე უაზროდ ვხარხარებ. ჩინურის ენის კაფეშიც აღარ დავდივარ იგივე მიზეზის გამო და მოკლეთ დიდ ხათაბალაში ვარ.

ვფიქრობ რომ რატომ ვიღლები ასე ძალიან და რამოდენიმე მიზეზი ვიპოვე:
1. ენა, ის რომ შვედური ჩემთვის უცხო ენააა ძალიან მღლის.
2. კონცენტრაცია - ეს პტაქრიკა ჩემთვის ახალ სფეროშია ამიტომ თოთეული მომენტი ასევე ახალია და კონცენტრაციას დიდი ენერგია მიაქვს.
3. კლიენტების ჯგუფი - სხვადასხვაა, ხელის პრობლემებით დაწყებული კომპლექსური კლიენტებით დამთავრებული. მაგალითად კლიენტს რომელსაც ბოლოს შევხვდი ქონდა - პარკინსონი, რევმატოიდული ართრიტი, სქოლიოზი, და წელის ტკივლი. ასეთ შემთვევაში ფუქციის დონიდან ვმოქმედებთ, მაგრამ მაინც ძნელია მხოლოდ ფუნქციის დონეზე მოქმედება, იმიტომ რომ პროგნოზს ვერ გააკეთებ რა მოხდება უახლოეს 1-5 წელიწადში. შესაბამსიად კომპლექსური კლიენტი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ეს ყველაფერი საშინლად საინტერესოა, მაგრამ ვერ დავმალავ რომ ძალიან დამღლელი პროცესია.
4. კლიენტების უმრავლესობას რომლებსაც ვხვდები, უკვე ქონდათ კონტაქტი ოტ ებთან, ეს კი ნიშნავს რომ უნდა წავიკითხო მთელი ის მრავალწლიანი/მრავალთვიანი ისტორია რომელიც მათ აქვთ. მსგავს კლიენტებთან ძნელია მუშაობა იმიტომ რომ არ ვიცი საიდან დავიწყო. იმედი მაქვს მალე ისეთ კლიენტებს შევხვდები რომლებიც პირველად მოდიან ჩვენთან.

თუ ჩემი პრაქტიკის პირველ კვირას შევაჯამებ, ვიტყვი რომ ძალიან პროდუქტიული კვირა იყო. გრძნობა მაქვს ამ ერთ თვეში ძალიან ბევრ რამეს შევიძენ და იმედია არ ვცდები.

ჯერ ჯერობით მხოლოდ ეს მიზეზები ვნახე. მინდა რომ გადასატვირთად კვირაში ერთხელ ვიცურავო. ვიცი უკვე რამდენი ხანია ამას ვამბობ და ვერ მოვაბი თავი მაგრამ ფაქტია აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს, იმიტომ რომ სტრესი და დაღლილობა აგრესიულს მხდის.

პ.ს. ერთ საინტერესო ჩინურ იეროგლიფს მაინც გაჩვენებთ. ეს იეროგლიფი გვარს წარმოადგენს, რომელიც ჩინეთში ძალიან გავრცელებულია და დარმწუნებული ვარ ყოველ თქვენთაგანს გაუგია - ლი :)


ეს იეროგლიფო ორი რადიკალისაგან შედგება, პირველი ზედა რადიკალი ნიშნავს ხეს, მერე ქვედა კი ბავშვს.

- mu, ხე
- zi (ძი) ბავშვი :)

No comments: