Sep 25, 2011

მოხუცები

გუშინ მორიგი სამუშაო დღე მქონდა. რათმაუნდა გადარბენაზე ვიყავით, მაგრამ მაინც მოვახერხე მათი ერთ მაგიდასთან შეგროვება, ყავასა და ნამცხვარზე დაპატიჟება და დიალოგის გაბმა. მათთან საუბარი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრი რამის ანალიზს ახდენენ ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო განსაკუთრებით მათი კოპინგ სტრატეგიებია.

გუშინ ვსაუბრობდით პარტნიორის გარდაცვალებაზე. ერთმა მოხუცი ძალიან მოიღუშა და საერთოდ ჩაიკეტა, განაცხადა რომ მას არ სურს და არ ესმის სევდიანი ამბები. მეორე მოხუცი პირიქით ყვებოდა რომ ძალიან ტიროდა, რომ ძალიან ცუდად იყო, მერე რაღაც წამლები მისცეს და აღარ ტიროდა. ამბობდა რომ ხანდახან "ვფიქრობ რომ უკეთესია ჩემი მეუღლე ჩემზე ადრე რომ დაიღუპა, რადგან არ გამოცდის იმ ტკივილს რომელიც მეუღლის დაკარგვას მოყვებაო." ჯამში ძალიან საინტერესი და ღრმა ყავის სმა გამოგვივიდა.

გუშინ დღე იყო სამსახურში რომელიც წინასწარ მქონდა გაწერილი, სიმართლე რომ გითხრათ ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ მე ეს ხალხი ისევე მჭირდება როგორც მათ მე. არ ვიცი როგორ მოვიქცე იმისათვის რომ ყოველ კვირას თუ არა, ყოველ მეორე კვირას მაინც რომ შევძლო მუშაობა.

პ.ს. გუშინ ერთმა მოხუცმა მითხრა "შენ მასწავლე სიარულიო". ძალიან გამიხარდა. სინამდვილეში მან სიარული იცოდა, ანუ ბიოლოგიური ნაწილები სრულ წესრიგში ქონდა, მაგრამ პრობლემა თავში/ტვინში იყო. ძალიან გამიხარდა რომ მან მისი პრობლემები დასძლია და ახლა უკვე მარტო შეუძლია გადაადგილება და პერსონალს აღარ ეხვეწება გამომყევით ჩემ ოთახამდეო.

2 comments:

Keti said...

ალბათ ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს, როცა ამას გეუბნებიან – სიარული მასწავლეო.
შენი პოსტებიდან სულ მათზე ზრუნვა იგრძნობა..

Tamara said...

ჰო ქეთი, მართლა ბევრს ნიშნავს და გინდაც იმიტომ რომ ამ სამუშაოზე ჩემს მოვალეობებში ნამდვილად არ შედიოდა მსგავსი რამე, თუმცა დროს ვნახულობდი რომ ამ მოხუცის თავის თავში რწმენა გასჩენოდა. სამწუხარო მხოლოდ ისაა რომ 13 მოხუციდან მხოლოდ ერთს შევძელი დავხმარებოდი.