Sep 13, 2011

ვაფლეეეებიიიიი :)

როგორც შეგპირდით ვწერ გემრიელი ვაფლების რეცეპტს :) მათი მომზადება სპეციალურ ვაფლის მანქანაშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ასეთი მანქანა არ გაქვთ მაშინ ცხიმ მოსმულ ტაფაზე სცადეთ გამოცხობა, თუმცა თავს ვერ დავდებ რომ ისეთი გამოვა როგორიც ვაფლის მანქანაში ცხვება (waffle iron).

ხოდა დავიწყოთ ცომის მოზილვა. 100 გრამი კარაქი დაადნეთ და გაურიეთ 100 გრამი შაქარი, 400მლ რძე, 1 ჩ.კ. ვანილი და 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი. დამატეთ ასე 300 გრამი ფქვილი, 1/2 ჩ.კ. დარიჩინი, კარდემომა ან კიდევ ლიმონის ცედრა (გემოვნებით აირჩიეთ ერთ ერთი მათგანი). კარგად აურიეთ ინგრიდიენტები ერთმანეთში. ცომი უნდა იყოს დაახლობით იოგურტის კონსისტენციის, არც თხელი, მაგრამ არც არაჟანივით სქელი. ცომს გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი და შედეთ მაცივარში 30 წუთით. დროის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ ვაფლების გამოცხობა ცხელ ტაფაზე ან კიდევ ვაფლის მანქანაში.


პ.ს. მსგავსი ცომი დაახლობით ორი დღე ინახება მაცივარში :)

4 comments:

babisa said...

ვაფლის ’ტაფაში’

ვცდი, გემრიელი პოსტია :)

interiorgeorgia said...

გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი პირველი კომენტარი ამ ბლოგსა შინა.
კითხვა მაქვს ასეთი: ამ რეცეპტით რბილი ვაფლი გამოდის თუ ხრაშუნა?
მადლობა წინასწარ

Toma said...

gamrjoba
am receptit gamodis rbili vaflebi.

interiorgeorgia said...

ზუსტად ის ყოფილა, რაც მინდა :)
დიდი მადლობა!