Sep 7, 2011

ცხელ ცხელი ვაფლები

ყველაფერი რაც გემრიელია მავნეა!
ესაა ჩემი ღრმა რწმენა, დაფუძნებული ჩემს 16 წლიან გამოცდილებაზე (16 წლის არ ვარ, უბრალოდ თავს ვგრძნობ 16 წლის გოგოსავით :D )

ნორვეგიაში მოგზაურობის დროს, ყოველ საღამოს და დილას გემრიელ ვაფლებს მივირთმევდით, ვაფლის გაკეთება თავად შეგვეძლო, ასევე შეგვეძლო სასურველი ჯემის შერჩევაც - მოცვი, მარწყვი, მალინა, ფორთოხალი და კიდევ ბევრი რამ რისი სახლიც არ ვიცი. ხოდა ვჭამდით ამ ყველაფერს და ვიყავით ბედნიერები. ზუსტად ამ ვაფლებს უნდა ვუმადლოდე რომ ნორვეგიიდან მომატებული წონით ჩამოვედი და მიუხედავად იმსა რომ დღეში 10-15 კილომეტრს გავდიოდით, ერთი გრამი არ მომიკლია.

ხოდა ნორმალური ადამიანი, რომელიც კილოგრამების მომატებას ძალიან განიცდის, არც კი იფიქრებდა ვაფლის მანქანის შეძენაზე, მაგრამ ჩემს ოჯახში ნორმალური არავინაა, შესაბამისად დღეს ვალის მანქანა შევიძინეთ კიდეც და პირველი ვაფლებიც გამოვაცხვეთ.

ძალიან გემრიელი ვაფლები, სამწუხაროდ.

ვაფლის მანქანა ასე გამოიყურება
ამაში გამოცხობილი ვაფლები კი აი ასე გამოიყრება

4 comments:

ჩორვენი¹³ said...

რა ვქნათ იმათ ვისაც არ გვაქვს ეგ სავაფლე?? დადე რეცეპტი და მოყევი ტაფაზე როგორ გავაკეთოთ!! მე მიყვარს ვაფლები

Keti said...

რა კარგი რამეა :)

Anonymous said...

Tommaaa shame on you!:-)tsagdzlia ara sulma:-)arada ra gemrielia eg vaflebi, mat tsinashe mets udzluri var:-)tumtsa egeti vaplis satsxobi ar makvs.mgoni jobs ar vikido:-)
tsxel sandwichebis saketebeli makvs,isits magari boroti ramea:-)gasukebis pontshi,Nanuka

Toma said...

hm megona pasuxi daiposta am potze tumca ar dapostia rogorc chans. tavidan davcer.

ჩორვენი, დავდე უკვე რეცეპტი და სცადე აბა ტაფაზე, თუმცა არ ვიცი როგორი გამოვა :(

ქეთი- ნამდვილად კარგია :)

ნანუკა - აბა, მეც მაგას არ ვამბობ.ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ადვილად კეთდება და შენც აკეთებ უნებლიედ :D :D დროა მივუბრუნდე სავარჯიშო დარბაზს სრული დატვირთვით :D :D