Sep 4, 2011

სამ კვირიანი შესვენების შემდეგ

სამ კვირიანი შესვენების შემდეგ გუშინ სამსახურში გავედი. კარგი და შედარებით ცუდი ამბები დამხვდა მაგრამ საერთო სურათიდან გამომდინარე კარგი უფრო ბევრი ვიდრე ცუდი. ყველაზე მეტად ის გამიხარდა რომ მოხუცებმა მიცნეს, იმ მოხუცებმაც კი კი ვისაც დემენცია აქვს. სახელ არ ახსოვდათ რათქმაუნდა, მაგრამ ხმაზე და შეხედულებაზე მიცნეს :).

ერთი მოხუცი რომელზეც ძალიან დიდ დროს ვხარჯავდი, საერთოდ გასაკვირ მდგომარეობაში დამხვდა. ადრე ორ ნაბიჯს არ დგავდა ვინმე გვერდით თუ არ მიყვებოდა, ახლა კიდე დამოუკიდებლად (თუმცა ფრთხილად) დადის, თავისით იცვლის ტანსაცმელს და დახმარება მხოლოდ წამლების მიცემაში სჭირდება. შეიძლება ვცდები მაგრამ მგონია შედეგი ჩვენმა ყოველდღიურმა ვარჯიშმა გამოიღო. საქმე ისაა რომ ამ მოხუცს ყოველ დღე როცა ვმუშაობდი დღეში 2-3 სიარულში ვავარჯიშებდი - "ვგულაობდით". ეს აქტივობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თვითდაჯერებულებას მატებდა. ხოდა აგერ შედეგიც!!!! გუშინაც შეძლებისდაგვარად გავესაუბრე მათ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ აზრიან ატივობებს და განსაკუთრებით კი კრეატიულ აქტივობებს ძალიან დიდი შედეგი უნდა ქონდეს. უნდა ვიფიქრო ამ თემაზე.

ახლა სკოლა. მომავალ ტერმინზე იმდენად ვნერვიულობ რომ ამჟამინდელ ტერმინს გულს ვერ ვუდებ. ერთი კვირა უკვე გაიპარა, ამ კვირაში ორი სემინარი და სამი საშინაო დავლების გაკეთება მოვასწარით, და მაინც კიდევ ვერ ვარ სწორ ლიანდაგზე. იმედი მაქვს მალე დალაგდება ყველაფერი.


No comments: