Aug 23, 2011

Whale is diving :) From Whale safari, Andenes :)


ამ პოსტის წერისას რამდენი ვიწვალე ნეტა იცოდეთ, მაგრამ ინტერნეტი მოვიგდე ხელთ და უცებ გადავწყვიტე ბლოგზე ახალი პოსტის დაწერა.
ჩემი მოგზაურობის ისტორია გრძელდება ნორვეგიაში (შიგდაშიგ რაც გამოვტოვე იმას აუცილებლად დავწერ), ერთ ერთ ჩრდილოეთ კუნძულზე - ანდოია, დასახლების სახელი კი ანდენესი. რამ წაგვიყვანა ამ სიშორეზე? რამ და ვეშაპებმა :)

ანდენესში როგორც წესი ზრდასრული Sperm whale ბი ჩადიან. ნორვეგიის ზღვასი ბევრს ჭამენ, კიდევ უფრო იზრდებიან და მერე აზოვის კუნძულებისაენ უკან მიდიან. თურმე ეს ვეშაპები სიცოცხლის ბოლომდე იზრდებიან, დაახლობიტ 20 მეტრამდე. როგორც წესი, ისინი ღრმა წყლებში ნადირობენ და 3 000 მეტრის სიღრმეზეც შეუძლიათ ჩაყვინთვა და წყალს ქვეშ 30 წუთი გაძლება. ასეთი ჩაყვინტვის შემდეგ ისინი ზედაპირზე 10-15 წუთი ისვენებენ და სუნთქავენ, მერე ისევ ყვინთავენ :)

თურმე ეს ვეშაპები ვერტიკალურ მდგომარებაში იძინებენ, ცხვირი აქვთ ზემოთ მხოლოდ ამოყოფილი, ხანდახან იძირებიან წყალში მაგრამ ამოყვინთავენ ხოლმე ზედაპირზე. სპერმ ვეშაპები იმით არიან განსაკუთრებულნი რომ მათ ცხვირი თავზე კი არა არამედ გვერდზე აქვთ და სუნთქვისას კონდენსირებული წყალი გვერდით და მაღლა ასხავს (ჩვეულებრივი ვეშაპები ზემოთ, ჰორიზონტალურად).

რატომ ქვიათ სპერმ ვეშაპი? იმიტომ რომ ამ ვეშაპს ზედა ყბის ზევით აქვს დიდი მოცულობის - 500 ლიტრი "ქვაბი", სადაც მოყვითალო, ცვილისებური ზეთი სპერმაცევტი არის. ადრე ამ ვეშაპებს სწორედ ამ ზეთის გამო იჭერდნენ და კლავდნენ. ახლა მათ არარავინ კლავს რაც მათ პოპულაციაზეც აისახა, დაახლობით 1 000 000 ვეშაპი დაცურავს ოკეანეებსა და ზღვებში :) \

კიდევ ერთისაინტერესო ფაქტი, დედალი ვეშაპი შესაჯვარებლად მხოლოდ ყველაზე დიდი ვეშაპს ირჩევს. ორსულად წელიწად ნახევარია და პატარა ვეშაპუნია მასთან 4-6 წელი ცხოვრობენ. სიცოცლის პირველ ორ წელში პატარა ვეშაპს არ შეუძლია ყვინთვა, რადგან მისი ორგანიზმი წყლის წნევას ვერ უძლებს, ამიტომ ის ზედაპირზე ტივტივებს და ელოდება დედას რომ მისი რძე დალიოს. თუ პატარა ვეშაპი დედალია ის დაბადების ადგილას რჩება და თუ ის მამალია მაშინ იწყებს მიგრირებას. პასუხი კითხვაზე თუ რატომ იწყებენ მამალი ვეშაპები მიგრირებას არ არის, ასევე პასუხი კითხვაზე თუ როგორ ხვდებიან მამალი ვეშაპები რომ უკან დაბრუნების დროა.




2 comments:

Keti said...

kargi informaciuli posti iyo
patara veSapuniebi <3

Toma said...

dzalian sakvarlebi arian patarebi, didebisgan gasxvavebit dzalian bevrs modzraoben, ckalshi trialeben da gijoben :)
didebi enerigas inaxaven rom kargad gasuqdnen, sheasbamisad uazro modzraobebi mati dgis meniudan moagebulia :D