ჩრდილოეთ ნორვეგიის მეგზურის გიდში ამ მყინვარის ფოტოები რომ ვნახე ეგრევე გადავწყვიტე წასვლა, თან სასტუმროდან დაახლობით 100 კმ-ის მოშორებით იყო, და რატომაც არა? პოსტის დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან Svartisen -ის განშტოება- Austerdalsisen ერთ ერთი ყველაზე ლამაზი მომენტია ჩემს ცხოვრებაში რომელიც არასდროს დამავიწყდება. თუმცა თავიდან დავიწყოთ. :)
იმისათვის რომ მყინვარამდე მივაღწიოთ საჭიროა ტბის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე პატარა კატერით წასვლა. ეს კატერი ერთ პიროვნებაზე 150 ნორვეგიულ კრონას ითხოვდა, ჩვენც შევაკუჭუჭეთ ბოლო თანხები და მძღოლს ჩავუთვალეთ. როგორც მერე აღმოჩნდა კატერის გარდა, ფეხითაც შეიძლებოდა ტბის შემოვლა :D :D სულ რაღაც 4 კილომეტრი იყო გასავლელი. ესეც პატარა კატერი :)
შიგდაშიგ პატარა და დიდი გუბეები შეგვხვდა, ძალიან მწირი მცენარეულობით :)
ახლა თავად მყინვარზე მოგითხრობთ, Svartisen - ნორვეგიის ზომით მეორე მყინვარია და დაახლობით 370 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. ამ მყინვარს ძალიან ბევრი განშტოება აქვს და Austerdalsisen მისი ახლა უკვე ერთი განშტოებით ერთ ერთია სამოცთაგან. რადგანაც ეს განშტოება ადვილად მისასვლელია, ტურისტებში და ადგილობრივებში მისი პოპულარობა უდაოა :).
სულ რაღაც 100 წლის წინ Austerdalsisen -ის ერთ-ერთი განშტოება საბოლოოდ დადნა და მის ადგილას დიიიდი ტბა წარმოიშვა, სადაც ამჟამად მისი მეორე განშტოება ჩადის. ყოველწლიურად მყინვარის დნობა, წვიმები და თოვლიოს დნობა დაბლობების დატბორვას იწვევდა, რამოდენიმე ათეული წლის წინ კი ნორვეგიელებმა პრობლემას შესანიშნავი გადაჭრა უპოვეს - ტბისაკენ გათხარეს 2.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბი და წყალი ახლა ჩანჩქერად მოედინება. სურათზე ხედავთ გვირაბს და ზედა ტბიდან გამომავალ წყალს. ეს წყალი დაბლა ჩანჩქერად მიედინება და სწორედ იმ ტბაში ჩაედინება საიდანაც ჩვენი მყინვარისაკენ მოგზაურობა დაიწყო :)
3 comments:
რა ლამაზია!
დიდი სიამოვნებით ვნახავდი :)
ჰოო :)
მეც სიამოვნებით ვნახავდი, კიდევ ბევრჯერ :)
რა კარგ ადგილას ყოფილხარ... ბოლო ფოტო ძალიან მომეწონა :)
Post a Comment