Aug 24, 2011

Ice Hotel in Kiruna, Jukkasjärvi

კირუნაში ყოფნის დროს გადავწყვიტეთ ყინულის სასტუმროს ნახვა (located in Jukkasjärvi). ალბათ გაიკვირვებთ ამ შუა ზაფხულში რა დროს ყინულის სასტუმროაო, ან კიდევ როგორ შეიძლება ამ სიცხეში ყინულის სასტუმრო არსებობდესო, ჩენც გაგვიკვირდა რეკლამა რომ ვნახეთ, ამიტომაც გადავწყვიტეთ წასვლა და საქმის გარკვევა.

დაახლოებით 30 წუთიანი მგზავრობის შედეგ მივადექით სასტუმროს სახელად "ყინულის სასტუმრო". ჩამოვედით მანქანიდან და დავიწყეთ ყინულის ძებნა, მაგრამ სადაა ყინული? ფაფუ, ყინული არსადაა, სამაგიეროდ უხვადაა ბევრი პატარა და ლამაზი ხის კოტეჯი, დიიიიდი მდინარე და წვიმა :). გაგვიცრუვდა იმედები და ის იყო უკან გამობრუნებას ვაპირებდით რომ თვალი მოვკარით კიდევ ერთ რეკლამას - ტური ყინულის სასტუმროში. შევარდით მისაღებში და ვიკითხეთ ტურის შესახებ, რომელიც საბედნიეროდ 10 წუთის დაწყებული იყო და უპრობლემოდ შევუერთდით ჯგუფსა.
როგორც ტურის გიდმა გვითხრა, სასტუმროს იდეა სულ შემთხვევით დაიბადა. თურმე ძველ, უკვე არსებულ ხის სასტუმროში არ ქონიათ საკმარისი ადგილი, და რამოდენიმე ტურისტს შესთავაზეს იქვე ეზოში აშენებულ ყინულის შენობაში გათენება. ტურისტები დათანხმდნენ და ძალიან კმაყოფილებიც დარჩნენ. ამის შედეგ ყინული სასტუმროს ვიზიტორთა რაოდენობა ტოველწლიორად ორჯერ იზრდებოდა. ყინულის სასტუმროს გარდა არის აბსოლუტ ვოდკას ყინულის ბარიც. მსგავსი ბარები ასევე გახსნილია ტოკიოში, ლონდონში, სტოკჰოლმში და კიდევ ერთ ქალაქში რომლის სახელიც დამავიწყდა.

საიდან მოაქვთ ყინული შუა ზაფხულში. საიდან და აქვთ სპეციალური საწყობები სადაც ჰარის ტემპერატურია -5 გრადუსია, ამ საწყობებში ინახავენ ყინულის ბლოკებს. როგორც გიდმა გვითხრა -5 გრადუსი არის საუკეთესო ტემპერატურა ყინულის შესანახად. რადგან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ყინული დნება, უფრო დაბალზე კი კრისტალდება და ტყდება.
საწყობების დათვალიერების შედეგ გავედით თავად ყინულის სასტუმროში და აბსოლუტ ბარში. ეს შენობები დიიდ მაცივარში მდებარეობენ, სადაც ტემპერატურა მინუს ხუთი გრადუსია.
თავად ყინულის სასსტუმროს ყინულისაგან არ აშენებენ, კედლები შენდება ყინულისა და თოვლის ნარევისაგან. ტავიდან აშენებენ გვირაბის მგავს ჩარჩოს, ამ ჩარცოში ასხავენ იქვე მდინარიდან წყალს რომელიც დაბალი ტემპერატურის გამო იყინება. გვირაბის ფორმას ის მნიშვნელობა ქვს რომ დნობისას წყალი გვერდებზე ჩამოდის და ჭერის ჩამონგრევის ალბათობა ძალიან ნაკლებია. თოთოეული ოთახი ინდივიდუალურად ფორმდება სხვადასხვა დიზაინერების მიერ, და დიზაინი არასდროს მეორდება. ყინულის საწოლებზე დამსვენებლებს სძინავთ სპეციალურ ტანსაცმელში, ძალიან თბილ საწოლ ტომრებში

სასტუმროს დეკორაციებს, ფიგურებს, საწოლებს და ა.შ. ყველაფერს ყინულისგან აკეთებენ. სასტუმრო დამსვენებლებს ღებულობს აპრილის შუა რიცხვებამდე.




გარეთ რომ გამოვედით 10 გრადუსი ტროპიკული სითბო მეგონა, არადა სინულის სასტუმროში შესვლამდე ვწუწუნებდი როგორ ცივათქო :)

P.S. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ამ სასტუმროში დარჩენის სურვილი კი გამიჩნდა.






4 comments:

ჩორვენი¹³ said...

აუ რა მაგარია . მე დისქავერიზე მაქვს ნანახი ასეთი რაღაც და ძალიან დამაინტერესა ♥

Toma said...

hooo, dzalian magari iko :) da civi kide :D

Sophie שרה Golden said...

ტომა, კარგი რა. ისედაც მთელი წელი მაგ საყინულე შვედეთში ხარ და ზაფხულში მაინც წასულიყავი სადმე სამხრეთში? მე უკვე ვიყინები და ამ სურათებზე სულ ვძაგძაგებ სიცივისგან :ლოლ:

Toma said...

საყინულე არაა აქ, არც სიცხეა. ზუუსტად ისეთი ტემპერატურაა როგორიც მიყვარს, ერთი ეგაა წვიმა აფუჭებს ხასიათს თორემ ისე არ ვუჩივი სიცივეს :)