Aug 31, 2011

მოთხოვნა - მიწოდების ამბები

ჩემ ქმარს უყვარს ხოლმე თქმა, შენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ძალიან ბევრს ფიქრობო. როცა ამას მეუბნევა კი ვბრაზდები მაგრამ მერე რომ ვუფიქრდები რატომ ამბობს, ვხვდები რომ მართალია.

აი ახლაც სემესტრი ახლახანს დაიწყო და უკვე დაგრუზული დავდივარ ბერი ფიქრისაგან და გადაწყვეტილების ვერ მიღების მომენტისაგან :D. ერთის მხრივ ვიცი რა არის მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და ვიცი რა იქნება მოთხოვნადი უახლოეს 10-20 წელიწადში. მეორეს მხრივ არ ვიცი მინდა თუ არა ამ მოთხოვნად სფეროებს გავყვე მხოლოდ იმოტომ რომ მუშაობის დაწყებუს გარანტია არის. ამავდროულად ვფიქორობ თავიდან ჯობია უბრალოდ იმ ადგილზე დავიწყო მუშაობა სადაც მიმიღებენ არჩევის და წუნიაობის გარეშე, მაგრამ ეს იდეა თან არ მომწონს რადგნ არის სფეროები სადაც ვერ გავრისკავდი მუშაობას მაგალითად ბავშვებთან.

  • მოთხოვნადი სფეროები - გერიატრიკა, ტვინის ტრავმატული დაზიანებები.
  • ნაკლებად მოთხოვნადი სფეროები - ნეირომუსკულარული დაავადებები, ორთოპედია, რევმატული დაავადებები.
  • საშუალოდ მოთხოვნადი სფეროები - პედიტრია, ხელის ქირურგია, ფსიქიატრია, ნეიროფსიქიატრია, ნეიროფსიქოლოგია.

კიდევ არის სფეორები სადაც ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ -პოლიკლინიკები, მოხუცებულთა სახლები, ორგანიზაციები, სოც.უზურუველყოფის სერვისები, რეაბილიტაცია/ჰაბილიტაცია და ა.შ. ამ სფეროებში მოთხოვნის შესახებ არ მაქვს ინფო. უახლოს 10-20 წელიწადში მოხუცეულთა რაოდენობა ძალიან გაიზრდება, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობა მატულობს. მოხუცებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად კი იზრდება ისეთი დაავადებების პროცენტული მაჩვენებლიც რომელიც ასაკთანააა დაკავშირებული - დამბლა, დემენცია და.ა.შ. ხოდა ამ სფეროებში მოთხოვნა დიდი იქნება, მიწოდების მაჩვენებელი კი დაბალი. ხოდა ვიცი რა ეს ყველაფერი და სხვა რამეებიც რისი დაწერაც მეზარება, არ ვიცი რა გზას დავადგე.

ზოგადად რაც დრო გადის მით უფრო მეკარგება რწმენა ჩემს შესაძლებლობები. ვხვდები რომ ძალიან ბევრი რამ არის რაც არ ვიცი და მჭირდება ჩაღრმავება როგორც ოკუპაციურ თერაპიაში ისე კანონმდებლობაში. ერთის მხრივ კი მაშინებს ეს სიტუაცია, მაგრამ მეორეს მხრივ მოტივაციას მმატებს.


p.s. პოსტთან არაფერს შუაშია, მაგრამ მინდა მივაწერო :) მომავალ კვირას ბუდაპეშტიდან სამი გადარეული მეგობარი ჩამოგვდის. მიხარია ძალიან და მერე რა რომ ერთი დღე სამსახურში ვიქნები :)





1 comment:

ლია said...

Waiting until you’re ready means waiting forever. When you’re “preparing” there are millions of reasons to delay a little longer. Trust yourself. Learn a little and then jump in. Make mistakes, adjust, adapt, and develop greater skill by doing. You’ll save time and achieve more.

Read more: http://www.bnet.com/blog/small-biz-advice/business-advice-14-things-i-wish-i-could-have-told-myself-at-25/4042?tag=fd-river15#ixzz1Wc1wXf4N