Aug 29, 2011

მწვნე თასმა :)

ხოდა ასე,
დაგვეწყო სწავლა, ისე არეულად როგორც მოველოდი.
არაფერი შეცვლილა, ისევ და ისევ ბევრი საკითხავი, ბევრი საწერი და ბევრი ჯგუფური სამუშაო.

ისე ყოველთვის მაინტერესებს როცა სემინარის სიაში ოთხი დიდი წიგნი და რამოდენიმე სტატიაა, რას ფიქრობს კურსის ხემძღვანელი შესაძლებელია ამ ყველაფერის დაძლევა სამ დღეში? პარალელურად კი სხვადასხვა საშინაო დავალებების გაკეთება და დიკუსიის პორტალზე ატვირთვა + დისკუსიის გამართვა?! რიტორიკული შეკითხვაა, მეტი არაფერი :D

პირველი ლექციის შემდეგ ძალიან ფრუსტრირებული გამოვედი. უკვე ახლოვდება მომენტი როცა სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მივიღო, მე კიდევ მიჭირს რადგან არ ვიცი რა მინდა, უფრო სწორად კი ვიცი რა მინდა მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთო. კურსის ხემძღვანელს უნდა დაველაპარაკო.

ერთი დადებითი ამბავი დღევანდელი დღიდან. ახალ სტუდენტურ ბარათებს გვაძლევენ რომელიც სპეციალურ ჩარჩოში იდება, ეს ჩარჩო კი სხვადასხვა ფერის თასაზე შეიძლება დაიკიდოს. ხოდა თასმებს შორის იყო მწვანეც, გამიხარდა. რამდენი ხანია რაიმე მწვანე ფერის მინდა და ბოლოსდაბოლოს სტუდენტური ბილეთის ჩამოსაკიდებელი მაინც მექნება.

1 comment:

Keti said...

pozitiuria mwvane :)