Aug 27, 2011

ორშაბათიდან ... ამბები.

ორშაბათიდან ჩვეულებრივი მოსაბეზრებელი რუტინა ისევ განხლდება - სწავლა და მუშაობა.

როგორ მეზარება უნივერსიტეტში წასვლა, როგორ. ასე არასდროს დამზარებია, ან სწავლა მომბეზრდა, ან ორ კვირიანი დასვნება ნამეტანი გრძელი აღმოჩნდა და შევეჩვიე უსაქმურობას, ან კიდევ პირიქით არ მეყო დასასვენებლად. არ ვიცი და არც აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ვერაფერს შევცვლი, ჩემი განწყბის გარდა. ერთი პოზიტიური მხარე რომელიც ჩაბეჭდილი მაქვს გონებაში არის ის რომ სულ ცოტაღა დამრჩა დამთავრებამდე, სულ რაღაც ორი სემესტრი. სწავლის დროს კი დრო სასწაულად სწრაფად გარბის.

სწავლასთან ერთად ამ სემესტრში ვიმუშავებ კიდეც. კვირაში 1-2 დღე, ან რამოდენიმე საათი საღამოობით. არ ვიცი ჯერ, როგორც დასჭირდებათ ისე დამიძახებენ. იციან რომ სამუშაო დღეებში 16.00 საათამდე არ შემიძლია მუშაობა, და ამიტომ არც დამირეკავენ. ცოტა წამუშავება შიგდაშიგ კარგია იმიტომ რომ ექსტრა ფული ნამდვილად არ მაწყენს. გარდა ამისა მეორე პოზიტიური მხარე ისაა რომ შეიძლება ჩემი სადიპლომო პროექტი გავაკეთო ჩემს განყოფილებაში, თუმცა იდეა ჯერ ჯერობით ჩამოყალიბების დონეზეა და აზრი არ აქვს მასზე საუბარს.

ხოდა ასე, მიუხედავად იმისა რომ ვხედავ ამ ყველაფრის პოზიტიურ მხარეს, მაინც მეზარება ეს ყველაფერი.

პ.ს. სავარჯიშო დარბაზის აბინემენტს ავიღებ ისევ, ამჯერად ნახევარწლიანს. სიმძიმეებთან ვარჯიშსს უფრო ფრთხილად მოვეკიდები, რადგან არ მინდა ისევ იგივე გამეორდეს რაც გაზაფხულზე მოხდა.

პ.ს. 2. არდადეგების სურათებს და ამბებს კიდევ დავდებ, და ამით მაინც შევეცდები განწყობის გაუმჯობესებას :)

1 comment:

Keti said...

პირველი დღეები საშინლად ძნელია :) დღეს ცოტა არამიშავს მეც, თიტქოს შევეჩვიე სამსახურში გამოსვლას

კარგია, რომ ვარჯიშს განაახლებ :) მეც დავდივარ
სიმძიმეებთან სულ ფრთხილად ვარ ხოლმე, უფრო იმიტომ რომ კუნთები არ მინდა დამემჩნეს. 5-10 კგ.-ია ჩემი ზღვარი ტრენაჟორებთან