Aug 13, 2011

სამსახურის ბოლო დღე

დღეს ჩემი საზაფხულო სამუშაოს ბოლო დღე იყო. გამოვემშვიდობე ჩვენს მოხუცებს და შევპირდი სამ კვირაში რომ დავბრუნდები სურათებს გაჩვენებთთქო. დავტოვე ესე დამშვიდებულები.

ვხვდები რომ პერსონალი მათთვის გარესამყაროსთან შემაერთებელი რგოლია. თავად ვერ ახერხებენ განყოფილებიდან გასვლას, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ათვალიერებენ წიგნებს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებზე, უსმენენ მონაყოლს ამა თუ იმ ქვეყანაზე და ა.შ.

მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა მნიშვნელობა აქვს აზრიან აქტივობებს და რა დიდი რესურსია სამუშაოდ ოკუპაციური თერაპევტებისათვის. ძალიან იმედი მაქვს რომ ერთ მშვენიერ დღეს, კომუნები ფულს არ მოჟმოტავენ და თითოეულ სათულს (სულ სამია) თავისი ოკუპაციური თერაპევტი ეყოლება.

1 comment:

Keti said...

დარწმუნებული ვარ, საჭირო გამოცდილება მიიღე ამ სამსახურით, რაც ძალიან გამოგადგება. ასევე მგონია, რომ ამ მოხუცებს უხარიათ შენთან ურთიერთობა :) წარმატებები, ტომუშკა!