Aug 8, 2011

ამბები :)

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ამას გამართლება აქვს, უბრალოდ საშინლად, საშინლად დაღლილი მოვდივარ და არაფრის თავი არ მაქვს.

შაბათს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა. შემდეგ დავისვენებ და ორ კვირაში სწავლაც დამწყება. სწავლის განმავლობაში კვირაში მხოლოდ ერთხელ ვიმუშავებ, შაბათს ან კვირას. დანარჩენ დღეებში არ ვაპირებ მუშაობას, მითუმეტეს ახლა როცა დამამთავრებელი წელია და მინდა ყველაფერი კარგად გამოვიდეს.

რაც შეეხება სამსახურს, რახანც აღარ ვწერ "ცუდ" რაღაცეებს არ იფიქროთ რომ სიტუაციას შევეგუე. პირიქით ახლა ავლაპარაკდი და ხმამაღლა ვამბობ რომ ესა თუ ის ქცევა არაა სწორი, რაც სამწუხაროდ ბევრს ფეხებზე კიდია.

No comments: