Jul 9, 2011

Kurdish wedding ;)

ხოდა ასე, დღეს პირველად აი ასეთ ქორწილს მოვესწარი. ამ სურათზე რომ შეხედოთ ჩვეულებრიი ქორწილია, მაგრამ ნურას უკაცრავად :)აბა, აბა ფერებიდან გამომდინარე თუ მიხვდებით რა ეროვნების წარმომადგენელთა ქორწილი იყო?
კიიი ზუსტად მიხვდით, ქურთების :)
ნახეთ რა ლამაზი ფერები აცვიათ, ზოგი იტყვის უგემოვნოაო, მაგრამ მე მაინც მომწონს ეს უგემოვნება. სამაგიეროდ მხიარული ფერებია :)

ეს ლამაზ კაბებში გამოწყობილი ქალები მგონია პატარძლის წამოსაყვნად რომ იყვნენ მიტომ არიან ასეთ სადღესასწაულო და ტრადიციულ ფერებში ჩაცმულნი. მანქანებით რომ მოვიდნენ ეზოსთან, პატარძლის სახლისაკენ მხოლოდ ქალები და ნეფე გაემართნენ, მანქანებთან დარჩნენ მამაკაცები. მერე ნეფე-პატარძალი რომ დაინახეს კი შეეგება მათ რამოდენიმე კაცი. ასე მგონია რესტორანში ნორმალურად ჩაცმული ხალხი იქნბა :)

პ.ს.პატარძალი მომწონა. ძალიან ლამაზი და სადა კაბა ეცვა და ლამაზი ვარცხნილობა ქონდა :) მოკლეთ ნეფე -დედოფალს 10 ქულა ჩემგან :) ლამაზები არიან :)

8 comments:

Keti said...

რა მაგარია! :)
მე არ ვთვლი უგემოვნოდ, როგორც მათი კულტურის ნაწილს, ისე აღვიქვამ. ამით გამოირჩევიან და მსოფლიოში ყველა ქორწილი რომ ერთნაირად ტარდებოდეს, საინტერესო აღარ იქნებოდა :)
ხელში აყვანილი ყველაზე პატარა მექორწილე რა ტიპია :)

მუსიკას არ უკრავდნენ? აქ შევესწარი მეზობლად ქურთების ქორწილს, ისეთი მუსიკით იციან პატარძლის გამოყვანა. კორპუსის წინ იცეკვეს :)

Toma said...

მუსიკას არ უკრავდნენ ქეთი, მაგრამ ინდიელებივით ყვიროდნენ - ია ია ია ია :D :D

patara meqorwile martlac kargi tipia :)

Keti said...

წარმოვიდგინე :D

Rode said...

მეც მომეწონა წყვილიც და ფერებიც. რატოა უგემოვნო, ეს მათი ტრადიციაა. მოკლედ, კაია ;)

ჩორვენი¹³ said...

გამიგია ქურთების ქორწილში დედამთილმა პატარძალს ვაშლი უნდა ესროლოს თავში და თუ ვაშლი გასკდა ოჯახი ბედნიერი იქნებაო : ) მანდ არ უხეთქავთ პატარძლისათვის ვაშლი?

babisa said...

ar icekves cota mainc? aq musikit da cekvit mihyavt patarzali xolme, bavshvobashi maqvs nanaxi :)) es ferad-feradi samosi albat, sadac unda iyvnen, mainc mati tradiciaa
ra simpatiuria es qurti bichi :))

Toma said...

ჩორვენი¹³ :D :d imedia eg mxolod legendaa :D :D

babisa - me rac davinaxe ar ucelviat. ise amati cekva adgilobriv karnavalze maqvs nanaxi :)

Anonymous said...

ქართულ ქორწილში, ხშირად, მართლა უგემოვნოდ ჩაცმული ხალხი დადის ძვირფას რესტორნებში, აქ კი ძალიან ლამაზად აცვიათ. უგემოვნო ისაა, განსხვავებული ჩაცმულობის ყველა უგემოვნო გონია, იმიტომ რომ ოდესღაც ასწავლეს რა არის მისი დონის და „სხვა დონე“