Jul 7, 2011

დედა აფეთქებული მეზობელები!

ბლოგი გინდაც იმიტომ არის კარგი რომ უაზრობას დაწერ და უაზრობაზე იწუწუნებ, და ახლაც ამას ვაპირებ, მეზობლებზე უნდა ვიწუწუნო!

ჯერ ერთია და ჩემი აივანი ჩიტების ტვალეტად გახადა ზემოთ მეზობელმა. გეგონება თავად ჩემი ჩიტები ნაკლებად აღორებდნენ აქაურობას, მეზობელი თავისი აივნიდან ძირს ყრის ჩიტების კაკაშკებს თან უტეხი სახით მიმტკიცებს "აივანს ვალაგებ და რა ვქნაო". შე კაი ქალო, მეზობელს რომ არ დააყარო თავზე ნაგავი, ან ნაგვის ასაღები არ გაქვს, ან მტვერსასრუტიი? მაგრამ უვარგისი რომ იქნები ადამიანი რაზე უნდა ელაპარაკო საერთოდ?!

მეორე კიდე დღე და ღამე ბურღავს. თავს დავდებ სახლში "ცეხი" აქვს მოწყობილი თორემ როგორ შეიძლება ამდენი ბურღვა?! თან როგორია დროის შეგრძნება რომ არ აქვს, დილის 6 საათია თუ ღამის 10 მისთვის სულ ერთია. უბრალოდ ბურღავს! ნეტა ვიცოდე მაინც ვინაა, ავიდოდი და შევაშინებდი, მაგრამ ვაი რომ არ ვიცი.

4 comments:

ჩორვენი¹³ said...

მოკლედ ახლა გასწავლი ეგეთ მეზობლებს სამაგიერო როგორ გადაუხადო : )
1. იღებ კვერცხს იქიდან შპრიცით ამოხაპავ შითავსს და შეუსხამ ან გასაღების ღრიჭოში ან სადმე ისეთ ადგილას სადაც დიდი ხანი გაჩერდება გალაყდება და აყროლდება : )

2. ფეხსაცმლის სახოც ტილოს ქვეშიდან უსვამ წებოს და უცნაუ პოზაში აპეწებ კარებთან : ) თან ჯობია რამე მდრადი და კაი წებო იყოს რომელიც გამჭვირვალეა და კვალს არ ტოვებს : )

3. იღებ ძაღლის კაკაშკებს და სადმე ისეთ ადგილას უდებ რომ კარგად დაინახონ ან სულ ვერ დაინახონ და ფეხი ტკუცონ : )

Toma said...

ჰაჰააა, რა მავნე იდეები გაქვს :)

Anonymous said...

:-)))Tom,ai axla xumrobis gareshe,vin aris saxlis mepatrone?pirma?kerdzo piri?erti tserili mas da vsio,sheni mezoblebi gaprtxilebas miigeben da amis shemdeg mgoni chkuaze movlen.mash,egre magat:-)Nanuka

Toma said...

iuridiuli piria saxlis mepatrone. chemi mezobeli ukve shevashine miti (chitebis sklintebis), magram drels vin rtavs imas ver vashineb imitom rom ar vici vinaa :D