Jul 30, 2011

უბრალოდ არეულ თემიანი პოსტი :)

მინდა თუ არა საკუთარი სახლი?!
ადრე პოსტებში ხშირად დამიწერია რომ საკუთარი, ეზოიოანი სახლი მინდა. დღეს ეს სურვილი კითხვის ქვეშ დადგა და აი რატომ. ჩვენი მეგობარი ოჯახი ქალაქიდან ერთი საათის მოშორებით პატარა სოფელში, საყვარელი ტბის ახლოს ცხოვრობს. ერთსართულიანი საყვარელი სახლი აქვთ, დიდი ეზოთი და სახლის უკან დიიიიიიიდი ტყით, საიდანაც ეზოში ლოსები და ირმები ამოდიან, ჭამენ რისი ჭამაც შეუძლიათ და მიდიან. დღეს სწორედ მათთან ვიყავით სტუმრად.

წყვილმა სახლი დაახლობით ორი წლის წინ იყიდა და საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. ბანკის ვალი დაახლობით 20 წელზეა გათვლილი და ყოველთვიურად იმხელა თანხას შეადგენს რომ ოჯახი დასასვენებლად წასვლასაც ვერ ახერხებს და მთელი ხელფასი ბანკის ვალში და სახლის მოწესრიგებაში მიდის. დღეს მათგან რომ მოვდიოდით ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა - კი, კარგია საკუთარი სახლი, დიდი ეზო, ლამაზი ბალახი, ხეხილი, სათბური და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ყველაფერი ამის გამო მოვიკლო?!


ჯერ კიდევ დაუგეგმავი მოგზაურობა.
მიუხედავად იმისა რომ შვებულებამდე სულ ორი კვირა დარჩა, შვებულების ორი კვირა ჯერ კიდევ დაუგეგმავია, არადა ვგრძნობ რომ ამ ზაფხულს კარგი დასვენება უმნიშვნელოვანესია! რატომ?! იმიტომ რომ სწავლის ბოლო ორი სემესტრი ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა, მეც მინდა რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო და მოცემულ დავალებებს საუკეთესოდ გავართვა თავი. რატომ?! იმიტომ ამ ორი სემესტრიდან გამომდინარე გადაწყდება ჩემი სამსახურის ბედიც!

ახლა იყტვით რომ ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ვერ ახერხებს შვებულებაში გასვლასო და შენ რას წუწუნებო. მე გეტყვით რომ ეს არის დიდი შეცდომა და ადამიანმა საკუთარ დასვენებას წელიწადში 4 კვირა მაინც უნდა დაუთმოს. საუბარი არ მაქვს 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენებასა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე (თუმცა ვისაც ამის საშუალება აქვს რატომაც არა?! ) არამედ სოფელში/რაიონში წასვლაზე და გარემოს გამოცვლაზე.

4 comments:

ninita.khvedelidze said...

ჩემი აზრით უნდა გქონდეს სახლი. სახლი რომ გაქვს ადამიანს თვს აღაც დაცულად და მყუდროდ გრძნობ შენია მხოლოდ შენი სამყაროა. მე მქონდა სახლის პრობლმა ძალიან დიდი ხანი და ვიცი რა არის როდესაც შენი სახლი არ გაქვს ძალიან იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე.

ninita.khvedelidze said...

და მგონია რომ სახლისთვის არაფერი არ უნდა დაგენანოს

ninita.khvedelidze said...

და შვებულებას რაც შეეხება აუცილებლად უნდა დაისვენოო აუცილებლად მეც ვსწავლობ და ძალიან რთულია დასვენებები რომ მოდის ხოლმე მთლიანად გამოცლილი ვარ ხოლმე სულიერად ემოციურად გარემოს შეცვლა აუცილებელია მითუმეტეს თუ აუცილებელია რომ უმაღლესი შედეგი აჩვენი

Keti said...

არ ვიცი, მანდ როგორი ფასებია, ალბათ გაცილებით ძვირი, ვიდრე საქართველოს სოფლებში. ყველაფრის მოკლება რთულია, მაგრამ საკუთარი სახლი ალბათ ყველა ადამიანის ოცნებაა და მიზანიც..

დასვენება მართლა აუცილებელია, რა მნიშვნელობა აქვს, სად წახვალ, სულაც რომ ქალაქიდან ვერ გახვიდე, ორგანიზმზე აუცილებლად აისახება რუტინისაგან გათავისუფლება და ახალი ძალით აავსებს ადამიანს :)