Jul 23, 2011

დღეს ძალიან იღბლიანი დღე მქონია!

სამსახურში ერთი დამბლიანი ქალი გვყავს. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ 13 მოხუცს შორის ერთ ერთი ყველაზე მძიმე სამუშაო ქალია, რადგან სულ ტირის და იძახის რომ მტკივა ცალი მხარეო, რაც არ უნდა ფრთხილად მოვექცეთ მაინც სტკივა.

დღეს, არ ვიცი რატომ ჩემი კომფორტული დგომარეობა მინდოდა შემერჩუნებინა და მისი წუწუნის არ მოსმენა თუ ეს ქალი მართლა გულით შემეცოდა, მისი ასწევის წესი დავარღვიე. იმის ნაცვლად რომ ასაწევ ბადეში ორივე ხელი გარეთ დამეტოვებინა, მტკივანი ხელი შიგნით დავუტოვე, მეგონა გადაადგილებისას ტკივილი შეუმსუბუქდებოდა. შედეგად შემიძლია ვთქვა რომ - დღეს ძალიან იღბლიანი დღე მქონია!!!!

ინვალიდის სავარძლიდან ამოვწიეთ, საწოლისაკენ გავწიეთ და ეს ქალი ბადიდან გამოცურდა. ძალიან გამიმართლა რომ უკვე ლოგინზე ვაწვენდით, თორემ ... წარმოდგენა არ მინდა რა შეიძლება მომხდარიყო. ძალიან შემეშინდა, ძალიან.

ერთით კი კარგია, ჭკუა ვისწავლე - რაც არ უნდა იწუწუნონ ტკივილზე, შანსი არაა წესს არ დავარღვევ, უბრალოდ ყურებს დავხუჭავ!!!! გადაადგილების წესი თუ დავარღვიე, შეიძლება იმაზე უარესი ტრამვა მიიღონ რაც აქვთ. (არადა ეს ყველაფერი ხომ ვიცოდი რომ ასე იქნებოდა?! თეორიულად მაინც, მაგრამ მაინც გავთავხედდი და გავრისკე. კიდევ ერხელ მართლა გმიმართლა დღეს, მართლა.)

იმისათვის რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს თუ რაზე ვსაუბრობ სურათებსაც დავდებ. ყველა ოთახში აი ასეთი ლიფტებია, პაციენტების გადაადგილებაც საწოლდან ინვალიდის სკამზე და პირიქით ჭერზე მიმაგრებული მსგავის ლიფტების დახმარებით ხდება.

იმისათვის რომ გადაადგილება შესაძლებელი გახდეს, ვიყენებთ ბადეებს. ბადეების სხვადასხვაგვარი არებობს, ღია როგორც ქვემოთ სურათზეა მოცემული და მთლიანად დაკეტილი. ამ მოხუცის შემთხვევაში ასეთი ღია ბადე იყო. სამწუხაროდ ძალიან უხეშია ეს ბადე. ჩემი მოხუცი ხელების ადგილიდან გამოძვრა :(. კიდევ კარგი საღი ხელიც რომ არ მოიტეხა და კიდევ კარგი უკვე საწოლზე ვაწვენდით.

No comments: