Jul 21, 2011

სამსახურის ამბები :)

ამბავი პირველი
სამსახურში ერთი ძალიან ღრმა მოხუცი გვყავს, ძალიან ცუდად ესმის და ხედავს, ძალიან ცუდად მეტყველებს და ვერ გვაგებინებს რა უნდა, ჩვენც გვიჭირს გავაგებინოთ რა გვინდა. ხოდა ეს მოხუცი როგორც წესი იჯდა ადგილზე ხოლმე და მთელ ხმაზე ყვიროდა Haloooo, haloooo. გუშინ მივედი მასთან და გადავწყვიტე "საქმის გაიასნება". ვუთხარი - "როცა ყვირიხარ, მეშინია რომ რაღაც ცუდი მოხდა, ამიტომ როცა რამე გჭირდება გთხოვ ნუ ყვირიხარ, არამედ სიგნალი გამოიყენე (მაჯაზე ყველას აქვს სიგნალის ღილაკი). გთხოვ ნუ მაშინებ. " გაგიკვირდებათ და ამის შემდეგ ამ ქალს არ უყვირია იმიტომ, რომ რამდენი სიგნალი გამოიყენა იმდენი მივედი მასთან და ვკითხე რა უნდოდა. ყვირილის მიზეზიც დავადგინე, როგორც ჩანს ამ სიგნალს დიდი ხანია იყენებდა მაგრამ არავინ მიდიოდა, ამიტომ ყურადღების მიქცევა ყვირილით შეეცადა.

ამბავი მეორე
ამ საყვარელ ტკბილეულის მოყვარულ მოხუცზე ხშირად ვწერ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან საყვარელია და მერე ყოველთვის რაღაც სასწაულ რამეებს აკეთებს და ამბობს. თან სულ კარგ ხასიათზეა. (მისი საყვარელი სიმღერაა - მე ბედნიერი ვარ როცა მზე ანათებს )

დღეს სამსახურში რომ მივდიოდი ეს მოხუცი გარეთ შემხვდა. რადგანაც ჩვეულებრივი ტანსაცმელი მეცვა გაუჭირდა ჩემი ცნობა, მაგრამ ხმა რომ გაიგო ეგრევე ვემცნაურე. ჯერ ვერ მიცნო, მერე რომ მიხვდა ძალიან გაეხარდა ჩემი დანახვა - ჩემი საყვარელი გოგოვო, სახელი კი არ ამხსოვს შენიო (სკლეოზი აქვს) მაგრამ კი ვიცი ვინც ხარო :) ისე გაეხარდა რომ მიცნო :), მეც გამეხარდა რომ სახეზე და ხმაზე მაინც მიცნო. სახელი ამ შემთვევაში არაფერს ნიშნავს.

პ.ს. ამ ქალს თავი იმით შევაყვარე რომ ჩუმ ჩუმად ტკბილეული მიმაქვს მასთან. პერსონალს არ უნდა ბევრი ტკბილი რომ ჭამოს, მერე დამძიმდება და მასთან მუშაობა გავიჭირდებაო.

მესამე ამბავი
განყოფილებაში გვყავს ერთი ძალიან ჭკვიანი და თავშეკავებული ქალი, რომელსაც დამბლა აქვს. ხოდა ამ ქალმა დღეს მითხრა ძალიან მიხარია შენ რომ გხედავ დილას და საღამოსო, იმიტომ რომ ვიცი ჩემთვის კარგი გინდა და ვიცი ფრთხილად იმუშავებო. გამიხარდა ამის მოსმენა, განსაკუთრებით კი იმიტომ რომ ჩემთან ერთად კიდევ ერთი პერსონალი იყო რომელიც ძალიან მოუფრთხილებლად იქცევა.


პ.ს. პერსონალთან არ მაქვს ასეთი კარგი დამოკიდებულება.

4 comments:

Keti said...

ვგიჟდები რა. რა საშნელებაა ასეთ სახლებში ცხოვრება. ჩვენთან საკუთარ სახლებში მაინც არიან მოხუცები, სხვა თუ არაფერი.
ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, მადლიანს

Anonymous said...

ak germaniashi moxda aseti shemtxveva toma,kalma romelits moxutsebtan mushaobda da xedavda ra sashinel pirobebshi ikvnen moxutsebi(mat dzalit abamdnen satsolebze,ar bandnen,ar utsvlidnen etc.)uchivla am datsesebulebas.paradoxulia magram germaniis artsert sasamartloshi ar gaamartles es kali,hmm, arikada damsakmeblis uplebebi ilaxebao,sasatsiloa...mxolod gushin tsin gamoitana strasburgis sasamartlom ganacheni-es adamiani gaamartles! da sheakes kidets tavisi simamatsistvis da 15atasi euros gadauxdian mikenenuli moraluri zaralistvis.albat mets ver davxuchavdi tvals aset shemtxvevashi,magram mekopoda ki dzala am kalivit mebrdzola?ai am kitxvas vusvam sakutar tavs,Nanuka

Toma said...

ნანუკა, რა საშინელებებიააა!
მასე ცუდად არ არის აქ საქმე.
სუფთათ არიან ძალიან. სანიტარიული წესები უმაღლეს დონეზეა. სუფთა ტანსაცმელი აცვიათ, სფთა ლოგინებში წვანან, სახლებსაც ხშირად ალაგებენ. არაა, სანიტარიას და მსგავს რამეებს რაც შეეხება 10 ქულიდან 10 ქულას დავუწერდი ამ მოხუცებულთა სახლს.

მე უფრო ემპატიის მომენტებზე მაქვს გართულება, თორემ ისე მექანიკას რაც შეეხება კი აკეთებენ თავის საქმეს კარგად. ეგ კი არა საჭმელს რომ აჭმევენ, თერმომეტრით ზომავენ საჭმლის ტემპერატურას. 72 გრადუსზე ნაკლები თუა, დებენ უკან და აცხელებენ.

ბრძოლა?! არ ვიცი, ალბათ ძალიან ახლოს უნდა მიიტანო გულთან, და ძალიან უნდა შეგტკიოდეს გული რომ იბრძოლო.

Toma said...

Keti - ვერ გაიგებ სამწუხაროდ რაა კარგი და რა ცუდი. აქ მოხუცები წამლებს დროზე ღებულობენ. ექთანი 24 საათი ხელმისაწვდომია. საჭმელი - კარგი და მოხუცების ორგანიზმე გათვალისწინებული, ბალანსირებული. მაგრამ სამგაიეროდ მეორე მომენტი მოიკოჭლებს რაზეც მე ვწერ.