Jul 20, 2011

ფეხები ტრაკში შემერჭო

ფეხები ტრაკში შემერჭო - უყვარდა ხოლმე ბიძაჩემს თქმა და მიგვანიშნებდა რომ მთელი დღე ფეხზე იყო და ძალიან დაიღალა. დღეს სრული სერიოზულობით მივხვდი რა მდგომარეობას აღნიშნავს ეს გამოთქმა, მაგრამ წუწუნს არ დავიწყებ.

ისე მოხდა რომ რვა დღე გადაბმულად ვმუშაობ. ყოველ დღე 12.00 - 21.15 ჩათვლით, კვირას საერთოდ საგიჟეთი 12 საათიანი სამუშაო დღე მექნება. ჩემმა უფროსმა გააფრთხილა სხვა თანამშრომლები რომ მომავალ ორშაბათს თუ დამხმარე ძალა დასჭირდებათ მე აღარ უნდა დამირეკონ, რადგან კანონით დაშვებულზე მეტი ხანი ვიმუშავე. სამწუხაროდ სამსახურში რომ ვარ იმდენი საქმეა დაღლილობას ვერ ვგრძნობ, მაგრამ როგორც კი სახლში შემოვალ ფეხზე ვეღარ ვდგავარ.

დღევანდელი პოსტი დღევანდელი სამუშაო დღის დასასრულზე მინდოდა დამეწერა. 21.:15 -ზე, სამსახურიდან რომ გამოვედი, სასწულად კარგი ამინდი დამხვდა, მზე ჯერ კიდევ ანათებდა, გრილი ჰაერი იყო და ჰაერში ცაცხვების სურნელი იფრქვეოდა, ხოდა ერთი გაჩერების ფეხით გავლა გადავწყვიტე, დაახლობით 15 წუთის გზაა. გავირჭე ყურებში ნაუშნიკები, ჩავრთე ფლეიერი და უცებ ეს სიმღერა გაიჩითა:



რაღაც სასწაული მომენტი იყო. გზად პატარა პარკზე გამვიარე და მშვიდად მობალახე ორ კურდღელს მოვკარი თვალი, ისე მშვიდები იყვნენ. ცოტა ხანი ვუყურე ამ კურღლებს, გავაგრძელე გზა და იმავე პარკში არსებულ არხზე გადებულ პატარა რკინის ხიდიზე შევჩერდი. არხში წყალი ისეთი მშვიდი იყო, რომ არხის პირას მყოფი ხეების ანარეკლიც კი წმინდად ჩანდა. ცოტა ხანი ვუყურებდი ამ მშვიდ წყალს ხეების ლამაზი ანრეკლით და ჰორიზონტზე თბილად და ლამაზად ანთებულ მზით ვტკბებოდი. რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნება/ემოცია/განცდა დამეუფლა, არ ვიცი რა ქვია ამ ყველაფერს და ამიტომ ვერ ვწერ უფრო დაწვრილებით. ფაქტი ერთია -ძალიან უცხო მდგომარეობა იყო ჩემთვის და მომინდა მასზე დაწერა, პლიუს მდგომარეობის დამახსოვრება.

თქვენ, ვისაც იგივე მომენტები გაქვთ გამოცდილი დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ რასაც ვგულისხმობ :)

2 comments:

Keti said...

კი, მეც გამომიცდია მსგავსი სიმშვიდე :)

სოფი שרה Golden said...

კარგია, რომ მუშაობ. მთავარია, მოგწონდეს, რასაც აკეთებ. მახსოვს, უმუშევარი როცა იყავი, განიცდიდი სახლში რომ იჯექი.
მე მაინც მომენატრა შენი ნამცხვრების რეცეპტები... :)))