Jul 18, 2011

ძალიან ცუდი სიტუაცია. როგორ უნდა მოვიქცე ხვალ?!

დღეს სამსახურში დიდი იაღლიში მომივიდა. მინდა რომ მოვეშვა და არ ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის.

სამსახურში ერთი თანამშრომელი გვყავს, რომელიც ძალიან დაძაბულია ყველას ძაბავს მის გარშემო. ჩვეულებრივი ძველი თანამშრომელბი შეჩვეულნი არიან, მაგრამ ჩვენზე - ახალ თანამშრომელებზე ცოტა გადამდები სიტუაციაა. ეს თანამშრომელი ცდილობს მოსწრებას, თავის თავზე იღებს იმდენს რომ მერე ვეღარ ასწრებს და ბოლოს ხდება "დასტრესილი". კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს, სამსაზარეულო მისი "სამფლობელო" ჰგონია, და ვინც არ უნდა მუშაობდეს იქ, არავის ნამუშევარი მოსწონს და ყველას აკრიტიკებს.

ასევე სამსახურში დილას და საღამოს გვყავს სკოლის მოსწავლეები რომლების სწორედ სამსაზარეულოში მუშაობენ. მათი მოვალეობაა ჭურჭლის ალაგება, დარეცხვა, უკან დალაგება, სამზარეულოს დალაგება. მაგრამ წარმოიდგინეთ როგორი სამუშაოა როცა ის თანამშრომელი ადგილზეა. ფაქტიურად გასაქანს არ აძლევს ამ ახალგაზრდებს.

ხოდა გადავიდე ახლა თავად ცუდ სიტუაციაზე. დღეს სამუშაოს რომ მოვრჩი, გასახდელში შევხვდი ერთ- ერთ ასეთ თანამშრომელს (წარმოიდგინეთ 17 წლისაა და ორ ადგილას მუშაობს). წინა კვირის გამოცდილებიდან გამომდინარე გავაფრთხილე - ი. აქ არის და არ აყვეთქო, თავი არ დაისტრესოთქო. ხოდა ამ გოგომ შემომჩივლა- ი. დღეს უფროსთან ყოფილა და ჩემზე უთქვია რომ განყოფილების საჭმელს ჭამსო. რათქმაუნდა ამ გოგომ შენიშვნა მიიღო უფროსისგან, მაგრამ მე ერთ რამეზე გავბრაზდი. კერძოდ კი ი.მ თანამშრომელს შანსი არ დაუტოვა რომ თავისი ქცევა გამოესწორებინა. მე ვფიქრობ რომ სანამ უფროსთან მივიდოდა სასაუბროდ, ამ გოგონასთან უნდა ესაუბრა და ეთქვა რას აკეთებდა ცუდს და რატომ აკეთებდა. ხოდა ამ სჯა საუბარშ ვიყავით როცა შევამჩნიეთ რომ ტუალეტში ვიღაც იყო, და ძალიან დიდი ალბათობით სწორეს ის თანამშრომელი ვისზეც ვსაუბრობდით. (ყველაზე მეტად რაზეც გავბრაზდი არის ის რომ, გამოდის ასე ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია მოექცეს. თან ძალიან ძნელია როცა ახალ გარემოში მუშაობ, ახალი ხალხით ყველა წესები არ იცი, და თუ არავინ მიგინიშნებს ვერც ისწავლი, მხოლოდ უფროსის შენიშვებს მიიღებ.)

ხოდა ძალიან უხერხულ სიტუაციაში ვართ. ხვალ ვნახავ იმ თანამშრომელს და არ ვიცი როგორ მოვიქცე - ვითომ არაფერი შევიმჩნიო, თუ ვუთხრა რომ გასახდელში მასზე ვლაპარაკობდით? თუ რა ვქნა?!

პ.ს. ისე ერთი რამ კი ვისწავლე, სამსახურის ტეორიტორიაზე სხვა თანამშრომლების ქცევა არ უნდა გავაკტრიტიკო.

7 comments:

Keti said...

ტომუშკა, არ უთხრა, რომ მასზე ლაპარაკობდით – ზუსტად ხომ არ იცი, ის იყო თუ არა. თვითონ თუ აქვს კითხვები, აუცილებლად გეტყვის რამეს.

Keti said...

და თუ მოისმინა, ცუდი არაფერი გითქვამს. მართალია, ჯერ თანამშრომელთან უნდა მოაგვაროს საქმე, დამოუკიდებლად.

Toma said...

Keti - თვითონ ეჭვი მაქვს წავა და უფროს ჩაუკაკლავს ჩემზე ლაპარკობდნენო :D :D

პ.ს. რატომ ჰქონია ზოგ ადამიანს რომ მსგავსი ქცევა უფროსთან "ჩაეთვლებათ" ?!

Keti said...

მოკლედ, ახლა დავფიქრდი და ალბათ ჯობია, უთხრა. ძალიან რთულია ჩემთვის ასეთ საქმეებში გარკვევა, სამსახურშიც ვერიდები ხოლმე, რომ არ მოვხვდე ეპიცენტრში :)

Sophie שרה Golden said...

ადექი და ის უთხარი, რაც აქ დაწერე, რომ არასწორად თვლი, იმ გოგოს შანსი რომ არ მისცა, წავიდა და უფროსთან "ჩაუშვა". ჩემი აზრით, პირდაპირობა ყოველთვის კარგი გამოსავალია. თან თადაცვას თავდასხმა ჯობიაო, ხომ გაგიგია.

Anonymous said...

Tom,me kidev movitsdidi shens magier,pirvelad ar gavubamdi amaze saubars.me aset situatsiebshi tavad dzalian moutmeneli var da tavad vitskeb sitvuatsiis garkvevas,tumtsa xshirad mivmxvdarvar rom tsota vichkare,amitom axla vtsdilob tavi shevikavo tu gamomdis ra tkma unda:-) ai uprosma tu shenishvna gmogtsa mashin ki unda moaxerxo rogorme da sxvebis daxmarebit uprosi daartsmuno rom shen arts ise mtkuani xar rogorts tsarmochnda.chemi azrit koveltvis sachiroa orive mxaris positsiis gatvalistsineba da mere daskvnebis gamotana,sul ertia ra situatsiashi.aba magrad,Nanuka

Toma said...

უფროსთან ჩაშვების ამბავი ახალი იყო,არ ველოდი ასეთ რამეს. ის ვარიანტია ვინმე რომ გაგაბრაზებს პატარა ბავშვს და დედიკოსთან გარბიხარ. მართლა ყბა ჩამომივარდა, 50 წლამდე ქალი უშვებს 17 წლის ბავშვს. :(

სტრესს რაც შეეხება მისთვის ბევრჯერ მითქვამს რომ დაძაბულია ძალიან და ეს დაძაბულობა სხვა თანამშრომლებსა და მოხუცებზე გადადის. ასე რომ ახალი არაა ეს ინფო. როცა მასთან ვმუშაობ, ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას.

დავაკვირდები ხვალ რა ად როგორ და საღამოს მაინც დაველაპარაკები.

მადლობა კარგი რჩევებისათვის:*