Jul 17, 2011

თქვენ რას მოიმოქმედებდით?!

წარმოიდგინეთ საქართველოს ერთ ერთი რეგიონი სადაც უმუშევრობის პიკია, ხალხი ღარიბია და კაპიკებს ითვლის, გადარჩენაზეა საუბარი. ხოდა თქვენ ამ რეგიონში ცხოვრობთ, გყავთ ოჯახი, შვილები და ხართ დიასახლისი. აქამდე შვილებს ზრდიდით მაგრამ ახლა ხვდებით რომ საჭიროა ოჯახის ბიუჯეტში წვლილის შეტანა.

ახლა მითხარით რას გააკეთებდით? რას მოიმოქმედებდით იმისათვის რომ სულ მცირე წვლილი მაინც შეგეტანათ და თქვეს დღე და ღამ მომუშავე ქმარს მხარში ამოდგომოდით?!

8 comments:

ნინო ჭარხალაშვილი said...

ხელსაქმე რამე შეიძლება ან რძის პროდუქტისგან რამის დამზადება და გაყიდვა ქალაქში. მეტი არ მაფიქრდება სამწუხაროდ (

ნინ გოგ said...

ქმარი ნეტა რაზე მუშაობს? ან სხვა ქმრები მაქ? მიწაზე? სადმე მაშრუტკაზე? რა დღეშია ხალხი 21-ე საკუკუნეში. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასდროს იყო საჭმლის პრობლემა, თუ მტრის შემოსევა არ იყო, ბაღ-ვენახიანა რომ ყველაფერს წვავდა. თესლიც როგორ რჩებოდათ გასამრავლებელი, არ ვიცი. და ახლა, რა ხდება, ვიცი შიმშილობენ. მაგას კვება არ ქვია. ნინოს კომენტარს რა დავამატო, არ ვიცი:( ვხედავ, რომ სოფელში ხალს უჭირს სოფლის მეურნეობის მიხედვა, რომ საკუტარი მიანც ქონდეთ საკმარისი სარჩო. გადაეჩვივნენ ალაბთ შუასაუკუნეების საშუალებებით მუშაობას და ახალი არ აქვთ.

ნინ გოგ said...

იქნებ სოფელში არ ცხოვრობენ. თუ სოფელში ცხოვრობენ, უნდა ეცადონ ბოსტანს და ძროხას მიხედონ, რომ საკუთარი საჭმელი საკმარისად ქონდეთ.

Keti said...

სწორედ გუშინ ვიყავი ასეთ რეგიონში, სადაც ასეთი მდგომარეობაა. ხალხი ძირითადად თვითდასაქმებულია. მათი შემოსავლისა კი რა გითხრა, არ ვიცი.
ეს საქმიანობებია:
ხელსაქმე – წინდებს, ქუდებს, სამკაულებს და ასეთ წვრილმანებს ჰყიდიან;
ალბათ ჰყიდიან რძის პროდუქტებს და ხორცს;
აქირავებენ ბინებს ჩასულებზე,
ასევე ცხენებს (პატრონი ასეირნებს მსურველებს);
აქვთ საოჯახო ტიპის დუქნები გზისპირებზე (ხინკალი, მწვადი და ა.შ.).

Keti said...

პ.ს. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ნორმალური შემოსავალი აქვთ. ხალხს, მათ სახლებს ეტყობა, რომ უკიდურესად უჭირთ.

Toma said...

ნინო ჭ. საქონელი გამორიცხულია, იმიტომ რომ მიწა არ აქვთ იმდენი რომ საქონელი გააჩერონ. ხელსაქმე საინტერესოა, უნდა შევტავაზო.

ნინო გ. ნინო, სარჩოს გარდა კიდევ ფულიც გინდა. კაი მშობელი მოიკლებს მაგრამ შვილები რომ გეზრდება ცოტა ძნელია. შენც ხომ იცი თავად, ორი შვილის დედა ხარ.
პ.ს. რაიონულ ცენტრში (ზუსტად ცენტრში) ცხოვრობენ.

ქეთი, იმ ოჯახები რომლებიც ტურისტებისათვი მიმზეიდველ რაიონებში ცხოვრობენ, შედარებით უკეთესი სიტუაციაა. მაგრამ იმ რაიონში სადაც კაციშვილი არ ჩადის, მაშინ მისაქირავებელიც არვინაა სამწუხაროდ. თან ვერ გამოიან საკვებს და ვერ გაყიდი, იმიტომ რომ გზაზე მხოლოდ ადგილობრივები მოძრაობენ.

Keti said...

პროდუქტები სადმე უნდა წაიღონ, სხვა გზა არაა. თუმცა, ესაც ხარჯთანაა დაკავშირებული.

ნინ გოგ said...

ფული როგორ არ გინდა, მაგრამ მეგონა მიწა ჰქონდათ და საკუთარი საკვებით მომარაგება ბიუჯეტს დაზოგავს მეთქი. მიწაც რომ აქვთ, უჭირთ იმათაც საჭმელი.