Jul 15, 2011

დეპრესიული მოხუცი და ათვალისწინებული თანამშრომელები

ჩვენს განყოფილებაში ერთი დეპრესიული მოხუცი გვყავს, რომელსაც აქვს წაქცევის პანიკური შიში (როცა აქეთ იქით დადის, ყოველთვის ვინმე უნდა იყოს მის გვერდით), ქონდა პატარა სისხლჩაქცევა და ყველაფერ ამასთან ერთად დემენციის ნიშნებიც აქვს. ჩემი აზრით ძალიან საყვარელი მოხუცია, თუმცა თავისებური და ბევრ თანამშრომელს მასთან მუშაობა არ უნდა, ისევე როგორც ამ მოხუცს არ უნდა ზოგიერთმა თანამშრომელმა მასთან რომ იმუშავოს, ამ თანამშრომელთა უმრავლესობა კი ჩამოსულები არიან.

სიტუაცია რომ უფრო ნათელი გავხადო, ვიტყვი რომ მე არ ვარ ერთადერთი თანამშრომელი რომელიც ადგილობრივი არაა. ჩემს გარდა გვყავს ორი აფრიკელი (თუმცა უკვე დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობენ), ერთი თურქი, ერთი ერაყელი ბიჭი, და ერთი თანამშრომელიც ბოსტნიიდან.

კონფლიქტი - ჩამოსული თანამშრმლები იმტკიცებიან რომ ამ მოხუცს ჩამოსულები არ უყვარს, რომ არის ნაცისტი და რომ ვერ იტანს ზანგებს. გუშინ შევეცადე შავკანიანი თანამშრომელბისთვის ამეხსნა რომ ის რასაც ისინი ფიქრობენ მათი პირადი აზრია და კანის ფერთან ან წარმომავლობასთან არავითარი კავშირი აქვს. თუმცა უშედეგოდ.

მეც ჩამოსული ვარ, მაგრამ ჩემს გარდა არავისთან უნდა იმ მოხუცს მუშაობა. თავის შვილებსაც ორივეს აუხსნა რომ აქამდე ვინც ყოფილა საუკეთესო თანამშრომელი ვარ, რომ მას ვუსმენ და რომ ნელ ნელა ვმუშაობ მასთან. ის ორი შავკანიანი თანამშრომელი ცეცხლივით არიან, ყველაფერს ძალიან სწრფად აკეთებენ, არც კი ეკითხებიან ამ მოხუცს რა უნდა, როგორ უნდა და რა გასკვირია თუ ამ საწყალ მოხუცს არ უნდა ნივთივით რომ ექცეოდნენ?! ამიტომაც მოიძულა ეს ორი. თურქი მოიძულა მიტომ რომ ბაღში სეირნობის დროს მის წინ წავიდა და ეს მარტო დატოვა. ხოდა წარმოიდგინეთ ახლა რა დაემართებოდა მოხუცს რომელსაც დაცემის პაიკური შიში აქვს. ერაყელთან მუშაობა იმიტომ არ უნდა რომ ის ბიჭია. არ უნდა 88 წლის მოხუცს რომ მას მამაკაცი აცემვედეს და ხდიდეს, არის რამე გასაკვირი აქა?!

მოკლეთ ხვდებით რა ჩახლართული სიტუაციაა, მაგრამ ყველაზე უნაური იცით რაა?! ის კი არა რომ ეს მოხუცი ასე იქცევა, არამედ ის რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი თანამშრომლები მასზე ცუდს ლაპარაკობენ, მის ქცევას აკრიტიკებენ და აყვნენ მას ამ ყველაფერში. ამოითვალისწუნეს, სხვა მოხუცებთან მასზე დაიწყეს ჭორაობა და ბოლოს განყოფილების ზოგიერთმა მოხუცმა შეიძულა კიდეც.

ხანდახან თავი საბავშო ბაღში მგონია.

p.s. გთხოვთ არ იფიქროთ თითქოს ყველა ცუდია. ჩვენ განყოფილებაში ძალიან ბევრი კარგი თანამშრომელია, მაგრამ მათზე არ ვწერ, რადგან ეს "ცუდები" უფრო მაღიზიანებენ. თან კარგებს არაფერი აქვთ გამოსასწორებელი, ან შესანიშნი, ან ამ "ცეცხლოვან" თანამშრომლებს კი ბევრ რამეზე მართებს დაფიქრება.

4 comments:

Anonymous said...

ra sakvareli xar toma!momtsons sheni damokidebuleba im moxutsebisadmi romlebtanats mushaob,ase gaagrdzele,Nanuka

Keti said...

არავის უნდა გაუგოს მოხუცებს. :( ყველაფერში გეთანხმები. და რა ცუდი საქციელია, სხვა მოხუცებთან ჭორაობა. რა მარტო იგრძნობს ეს მოხუცი თავს, ისედაც რა ახარებთ მაგათ აბა...

არ მინდა დაბერება :(
მოხუცებს ხშირად ზედმეტ ბარგად აგრძნობინებენ ხოლმე თავს.

Toma said...

ნანუკა გმადლობ. იმედია ასე გავაგრძელებ :)

ქეთი, მეც მეშინია დაბერების. ჩვენს განყოფილებაშ რომ ვუყურებ ყველნაირი კატეგორიის ხალხია, შვილიანები, უშვილოები, ყოფილი დონჟუანები, სამსახურს რომ თავი შესწირეს და ა.შ. მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთ განყოფილებაშია და პერსონალის არჩევა არ შეუძლია. ზოგს გაუმართლა რომ კარგი საკონტაქტო პერსონალი ყავს, ან ნაკლები დამხარება სჭირდება, მაგრამ ზოგს არ გაუმართლა.

მოკლეთ ისეთი სიტუაციაა, აზრი არ აქვს როგორ იცხოვრე ბოლო მაინც ერთია - "შენ ვერ განსაზღვრავ შენს აწმყოს".

Keti said...

ჰო, ასეა :(