Jul 13, 2011

კიდევ უფრო მეტი სამსახურის ამბები :)

წინა პოსტში გიყვებოდით ერთს საყვარელ შაქრის მტერ მოხუცზე. ამ ახალ პოსტსაც მასზე წერით დავიწყებ :)

მიუხედავად იმისა რომ ეს მოხუცი საკმაოდ ასაკიანია (95) ფიზიკური თვალსზირსით თითქმის არანაირი პრობლემა არ აქვს. შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, ბანაობა და ა.შ., მაგრამ სამწუხაროდ მისი თავის ტვინი "ცოტა" ასაკშია შესული. ყველაზე ძნელი მასთან მუშაობისას არის ის რომ ცუდად ესმის, და ერთიდაიგივე 100 ჯერ უნდა გაიმეორო რომ გაიგოს.

ამ მოხუცს ძალიან უყვარს სიმღერა. მღერის - ჭამისას, სიარულისას, დასვენებისას, მგონი სიზმარშიც კი :). სიმღერების ტექსტი - ზოგი მისი მოგონილია, ზოგიც ნმდვილი. ხოდა დღეს ლამის ხმა რომ ჩამიწყდა ერთიდაიგივეს ძახილით მისთვის "ადვილად" გასაგებ ენაზე გადავწყვიტე კომუნიკაცია, ეს ენა კი სიმღერაა :) რისი თქმაც მინდოდა უცებ წავუმღერე და ვსიო, ყველაფერი გაიგო :) (აწი ვიცი როგორ გავუფრთხილდე ჩემს ხმას)

იგივე მოხუცი დღეს ძილის წინ კარიდორში შემომხვდა, სხვა მოხუცებს უკაკუნებდა კარებზე და ღამე მშვიდობისას ეუბნეოდა. კი, ძალიან "ყურადღებიანი" მოხუცია, მაგრამ არ გეგონოთ მთავარი ღამე მშვიდობის თქმა იყო. რამოდენიმეჯერ სხვა მაცხოვრებლებს ტკბილეულზე დაუპატიჟებიათ ხოდა ახლაც "ტკბილეულზე სანადიროდ" იყო გამოსული :) ძალიან სასაცილო ტიპია, მის გარეშე საშინელი მოწყენილობა იქნებოდა ჩვენს განყოფილებაში.

რაც შეეხება პერსონალს, ისევ და ისევ აგრესულობის პრობლემა დგას. შეიძლება სხვისი მხრიდან მათი ქცევა არ აღიქმება როგორც აგრესია, მაგრამ ჩემთვის მათი ქცევა აგრესიულია. როცა ჩქარ-ჩქარა ცდილობ საქმე მოათავო, ისე რომ არ ფიქრობ მოხუცის მენტალურ /ფიზიკური პროცესების სიჩქარეზე ჩემი აზრით არაა კარგი. ასე გამოდის რომ ეს ხალხი უბრალოდ საგნები არიან, არადა არ არის ასე!!! დღეს ერთმა მოხუცმა მითხრა კიდეც, მინდა რომ მარტო შენ მოხვიდე ჩემთანო, იმიტომ რომ სხვები ყველა გადარბენაზეა და მე "ვერ ვუწყობ ფეხს" მათ მუშაობასო. მესმის რომ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ამით ეს ხალხი არ უნდა ზარალდებოდეს. ამ მოხუცებს არ აურჩევიათ ის ადამიანები ვინც მათთან მუშაობს, ამიტომ არ მესმის ბევრი თანამშრომელის, და ვერ ვეგუები ბევრ რამეს. არც ის ვიცი ვის უნდა ველაპარაკო რომ პრობლემები მოგვარდეს.

ასე მგონია ამ სამსახურში მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგება მომავალში. გინდაც იმიტომ რომ ის რაც წიგნებში წერია და ის რასაც ყოველდღიურად ვხედავ საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოდა იდეასი ბევრს ვსწავლობ.

1 comment:

Keti said...

გადავირიე, სიმღერით მაშინვე გაიგოო :)) ძალიან სახალისო ისტორიაა და რაც მთავარია, კარგად ჩანს, რამდენს ნიშნავს ექიმის დამოკიდებულება პაციენტისადმი. ძალიან მომეწონა, რომ სიმღერით უთხარი...

ტკბილეულზე მონადირე :)