Jul 10, 2011

აგრესიული თანამშრომელი და შაქრის ქურდი

პერსონალი
ერთი თანამშრომლის ქცევა არ მომწონს, ძალიან უხეშია, მოხუცებს ისე ექცევა თითქოს ისინი ნივთები იყვნენ. ჯერ ვაკვირდებოდი და არაფერს ვამბობდი, ბოლოს ვერ მოვითმინე და ვუთხარი ერთ დღეს ჩვენც დავბერდებით და მოგეწონება ასე რომ მოგექცენთქო?! პასუხად იცით რა მივიღე?! - როცა დავბერდები ჩემს სამშობლო გამბიაში დავბრუნდებიო. თუ ასე უხეშად გააგრძელა მუშაობა გეგმა ბ-ს ავამოქმედებ.

ყოველთვის როცა ჩვენს მოხუცებთან ვმუშაობ ვფიქრობ ბებიაზე, ჩემი და ჩემი ქმრის მშობლებზე (რომლებიც ჯერ არ არიან მოხუცები მაგრამ ერთ დრეს ხომ გახდებიან?!). საჭიროების შემთხვევაში პირადად მე მათ ვერ მოვუვლი, იმიტომ რომ როცა ისინი ცუდად არიან მეც ცუდად ვარ და ემოციებს ვერ ვაკონტროლებ და ძალიან აგრესიული ვხდები ჩემების მიმართ. აგრესიის მიზეზი კი შიშია, ცუდის შიში. ასე უცხო ადამიანებთან არ მიჭირს მუშაობა, თითოეულ მათგანს პატივს ვცემ როგორც პიროვნებას, მიყვარს იმიტომ რომ ადამიანია, მაგრამ ეს მშობლიური სიყვარული არ არის, შესაბამისად აგრესია საერთოდ არ მიჩნდება, პირიქით ძალიან გაწონასწორებული ვარ.

პაციენტები :)
ერთ დილას საუზმისათვის შაქრის ნატეხებით სავსე საშაქრე სასადილო ოთახში გავიტანე, მერე შევბრუნდი სამზარეულოში სხვა რაღაცეების გამოსატანად და უკან რომ მოვბრუნდი სადღაა ჩემი შაქარი, საშაქრე ცარიელია :) თქვენი აზრით სად წავიდა შაქარი? არააა თაქგვები არ გვყავს, სამაგიეროდ გვყავს ერთი პაციენტი რომელსაც ძალიან ყვარობს შაქრის ნატეხები (სხვა ტკბილეული არა, მხოლოდ და მხოლოდ შაქრის ნატეხები და ტკბილი ყავა). ჩემი დაკარგული შაქარიც ამ მოხუცის ჯობეებში და პირში აღმოჩნდა :D :). ერთ ძველ თანამშრომელს რომ არ მიეთითებინა, ჩემით ერასდროს მივხვდებიდი რომ ის ჩხირივით მოხუცი შაქრის ნატეხების დაუძინებელი მტერია :D :D

რა ვისწავლე მე? რადა ამ მოხუცის გახარება. ჩვეულებრივ შაქარს მხოლოდ ორ ნატეხს უგდებენ ერთ ფინჯან ყავაში, მე კიდევ გადავწყვიტე ჩვეულებრივი შაქრის ნაცვლად დიაბეტიკების გამოვიყენო, ორი როზეტის ნაცვლად კი ოთხი. შედეგად ისეთი ყავა გამოდის გული აგერევა მაგრამ მას მოსწონს და ყავას აღარავის აკეთებინებს, ყველას ეუბნევა ამას საუკეთესო ყავა გამოსდისო :D

5 comments:

ნუკა said...

მასე როგორ შეიძლება?! თუ მაგ დალოცვილს ნერვები არ ჰყოფნის ან თუ მასეთი აგრესიული პიროვნებაა მაგ სისტემაში საერთოდ არ უნდა იმუშავოს!მე თვითონ კარგად ვიცი ხანდახან როგორი რთულია ფსიქოლოგიურად მასეთ ადგილას მუშაობა,მაგრამ არავის აქვს უფლება სხვისი დამცირებისა და დაკნინების .მხოლოდ ფული არ უნდა ამოძრავებდეს ადამიანს,რაც სამწუხაროდ ყველაზე ხშირად გვხვდება ...

Toma said...

ნუკა - გეთანხმები ნუკა, ამიტომ იგივეს თუ შევამჩნევ ბ გეგმას ავამუშავებ.

Keti said...

თანამშრომლებს არავინ აკონტროლებს? კარგი იქნება აკვირდებოდნენ და აგრესიულები არ გააჩერონ ხოლმე სამუშაოზე. როგორც ჩანს, გამბიაში კარგი მოხუცობა აქვთ – იმედიანად ყოფილა :)

რა კარგი დამოკიდებულება გაქვს საქმისადმი. დარწმუნებული ვარ, ამ მოხუცებს ეყვარები. თუნდაც შაქრის ამბავი ავიღოთ :)

Toma said...

თანამშრომლები წესით ერთმანეთს უნდა აკონტროლებდნენ, მაგრამ ან ჩემსავით ჩუმად არის ზოგი, ან კიდევ თვლის რომ ეს ნორმალური ქცევაა. არ ვიცი, მეც არ ვიცი ვისთან უნდა ვისაუბრო რომ ვთქვა ის რას ვფიქრობ, ისე რომ შედეგი გამოიღოს ამ ყველაფერმა თორემ ისე აზრი არ აქვს.

ჩვენ მოხუცებს კი ვიყვარვარ :) ყველას არა მაგრამ ზოგს კი. დღეს მესმოდა ერთი მოხუცი ეუბნეოდა მეორეს ჩემზე ყველაზე კარგია და ყველაზე კარგად მუშაობსო. ჩემს გასაგანოად არ უთქვია იმიტომ რომ არ იცოდა იქ რომ ვიყავი. ნეგლექტია და მისთვის მარცხენა სამყარო საერთოდ არ არსებობს.

Keti said...

დარწმუნებული ვარ, ეყვარები. ყურადღბა და კეთილგანწყობა ბევრს ნიშნავს :)