Jun 6, 2011

ამბები ესე ბოლო სასწავლო დღისაი :D :D

ისე არხეინად ვზივარ გეგონება სამშაბათს მე კი არა ჩემ მეზობლებს აქვთ გამოცდა.იმედია ჩემი ჯგუფელი კარგად წაიკთხავს ჩემს საგამოცდო ნამუშევარს და გამოცდაზეც კარგად გამაკრიტიკებს, ან შენიშვნებს ფურცელზე მაინც დაწერს და მომცემს. ეს მომცემს საგამოცდო ნამუშევარში ცვლილებების შეტანის საშუალებას მანამ სანამ საბოლოოდ გადავაგზავნი კურსის ხემძღვანელთან.

რაც შეეხება ნაშრომს რომელიც მე უნდა წამეკითხა და შემეფასებინა. ასე გადავწყვიტე - თავად გამოცდაზე არ გავაკრიტიკებ ჩემ ჯგუფელს, არამედ ვიტყვი რომ ჩემი მოსაზრებები დავწერე და იმედია გაითვალისწინებს იმიტომ რომ მისი ნაშრომი დახვეწას და დაფიქრებას საჭიროებს (სინამვილეში შეიძლება თავიდან დაწერასაც!). დადებით მომენტებზე ვიფიქრებ კიდე რეები მოვიფიქრო, მთლად თითიდან გამოწოვილი რომ არ გამოვიდეს.

ახლა სხვა ამბები.
ფეხი საერთოდ აღარ მტკივა, მაგრამ მაინც არ დავრბივარ იმიტომ რომ არ მინდა გარისკვა, მეშინია! ხვალიდან ჩემი პროგრამის მიხედვით მხოლოდ ხუთი წუთი სირბილი შემიძლია, და ვირბენ მხოლოდ ხუთი წუთი. ისე ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი ვიარე კლდეებზე და საერთოდ არ შევუწუხებივარ ტკვივილს, რაც ძალიან კარგი ნიშანია :) მოსაწყენ ფიზიოთერაპიულ ვარჯიშებს ვაკეთებ და ვარ. ძალიან მარტივი და მოსაბეზრებელი ვარჯიშებია, მაგრამ არ ვდარდობ.

ჩემ თავს პირობა მივეცი - კონცენტრირებულ ვარჯიშს კიდევ თუ დავიწყებ, ეს არ იქნება ფეხის წვერებზე 100 აწევა მხრებზე 50 კილოგრამით! სირბილით კი როგორც კი შევძლებ დავუბრუნდები ჩემს ერთ საათიან ვარჯიშს, მიზანი მომავალ წელს 20 კილომეტრიანი მარათონის გარბენაა :)

1 comment:

Keti said...

"ფეხის წვერებზე 100 აწევა მხრებზე 50 კილოგრამით" - ამას აკეთებდი? ასე არასდროს დავტვირთულვარ, ძალიან ბევრია...
უბრალოდ სირბილიც საკმარისია...
მიხარია, რომ უკეთ გაქვს ფეხი! :)