პერსონალზე დაკვირვების შედეგად:
1. ადამიანი შეიძლება 20 წელი მუშაობდე ერთ ადგილას მაგრამ მაინც შეცდომით აკეთებდე ელემენტარულ რამეებს - მაგალითად, ინვალიდის სავარძლის მართვა, ლიფტის გამოყენება გადაადგილების მიზნით და ა.შ.
2. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, თითქოს სქელკანიანი ხდები ადამიანების გასაჭირის მიმართ. ალბათ ეს ნორმალური რეაქციაა რადგან სულ მუდამ ალერტული ვერ იქნები. ელემენტარული ვერ გაქაჩავ, შესაბამისად იქ შეეცდები გახალტურებას სადაც გამოდის.
3. შესაძლებელია რამოდენიმე წელიწადი ერთიდაიგივე პაციენტებთან მუშაობდე და მათი ავადმყოფობის შესახებ აზრზე არ იყო.
4. შესაძლებელია 13 პაციენტიდან რამოდენიმე დაგავიწყდეს, გამოგრჩეს და არც საჭმელი აჭამო დილას და არც წამლები მისცე.
5. ზემოთხსენებული მიზეზების გამო, უკვე აღარ მიკვრის რატომ უხარიათ ჩვენ 13 პაციენტს ზაფხულის პრაქტიკანტების დანახვა.
თავად ავადმყოფების მხრიდან:
1. ცდილობენ პრაქტიკანტები რაც შეიძლება მეტ რამეში დაგვიხმარონ, ისეთ აქტივობებშიც რომლებიც თავად შეუძლიათ გააკეთონ. ჩვენი, პრაქტიკანტების მხრიდან ძალიან ძნელია უარის თქმა, რადგან ჯერ არ ვიცით ვის რისი გაკეთება შეუძლია. პაციენტების მხირიდან, ეს ყველაფერი ყურადღების მიქცევის მიზნით ხდება და არა სიზარმაცის გამო.
2. ყველას სიამოვნებს ელემენტარული ყურადღება და არჩევნის უფლება. სულ ელემენტარული რომ კითხო ყავაში შაქარი გინდათ თუ არა, ეგეც კი უხარიათ.
3. ბევრს უჭირს სურვილის თქმა, სიმბოლოებით კი ცდილობენ მინიშნებას მაგრამ კიდევ და კიდევ ამ სიმბოლოების გაგება როცა ახალი პრაქტიკანტი ხარ ძალიან ძნელია.
მთლიანობაში - ძალიან საინტერესო სამსახური მაქვს რადგან ვაკვირდები - ავადმყოფებსაც და პეროსნალსაც. სამწუხაროდ ბევ რამეს ვერ ვწერ და ვამბობ ეთიკური და იურიდიული შეზღუდვების გამო.
4 comments:
სახელების დასახელების გარეშე ხო შეგიძლია მოყვე ხოლმე ეგ ამბები,რაზეც ამბობ, ვერ ვყვებიო,არა? :))
საინტერესოა, სწავლას მორჩი ხო?
საზაფხულო სამუშაოა :)
კი მართალი ხარ მაგრამ რაღაცნაირად ცუდად ვგრძნობ თავს სახელების დასახელების გარეშეც კი. ჩემებსაც კი არ ვუყვები იქაურ ამბებს.
როგორ უხარიათ ელემენტარული ყურადღებაც :(
ho :(
Post a Comment