Jun 20, 2011

სამსახურის პირველი გადარეული დღე

სამსახურის პირველი დღე "სიურპრიზით" დაიწყო :D
აქამდე ყველას გამოვუჭედე ყურები რომ დემენციით დაავადებულებთან უნდა მემუშავა, დღეს კი აღმოვაჩინე რომ ჩემს მომავალ პაციენტებს, დემენცია კი არა არამედ...

დღეს დილას 6.30 საათზე, დიდის ამბით "შევაჭერი" ჩემ დემენციით დაავადებულთა განყოფილებაში, ასე 20 წუთი ვესაუბრე ღამის სმენას, განყოფილებაში არსებულ სირთულეებზე და უცებ ... ღამის სმენა ამბობს, სომატიკურ ავადმყოფებში ყოველთვის არის მსგავსი სირთულეები. უპს, იყო ჩემი რეაქცია, კი მაგრამ ეს ხომ დემენციის განყოფილებაა? არააააოოოო, დემენცია სხვა მხარეს არიოსოოო.

მოკლეთ გავიქეცი მერე მხარეს, იქ აღმოვაჩინე რომ მე არავინ მელოდება. მოვბრუნდი უკან სომატიკებში და ვნახე ერთი ქალი, რომელიც ფიქრობდა - კაცო, პირველი დღეა უკვე აგვიანებს, მერე მუშაობას რომ დაიწყებს ალბათ სულ არ ივლის?! just a joke. მოკლეთ ავუხსენი ყველაფერი, ვიცინეთ ბევრი და საქმეს შევუდექით. საქმე კი იმდენი რამდენსაც ისურვებთ. ამაზე არ მინდა წერა. ფაქტია რომ დღეს პირველად მივხვდი რას გულისხმობდნენ ხოლმე ჩემი მასწავლებლები როცა დამბლიან ადამიანებზე ამბობდნენ - არ არსებობს ორი ერთნაირი შემთხვევა. ფიზიკრად კი, არის მოძრაობის შეფერხება, მაგრამ ფსიქიკურად ძააალიან განსხვავდებიან ერთმანეთსაგან.

ეჭვი მაქვს, ძალიან საინტერესო ზაფხული მელის წინ!

5 comments:

Keti said...

წარმატებები, ტომუშკა! :) კარგია, შენი საქმე რომ გიყვარს და ასეთი შემართებით მუშაობ! :)

kanario said...

რატომღაც, შენც პოსტებს რომ ვკითხულობ, გამუდმებით ბულგაკოვი მახსენდება : )

Toma said...

keti - didi madlobaaa :*

Kanario - ratom?

kanario said...

მას აქვს მოთხრობების კრებული: "ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები". :)

Toma said...

aaaa, gasagebia Ö=
momwonc eg cigni dzalian.