Jun 14, 2011

სახლში მომზადებული ბურგერი ბეკონით :)

მიუხედავად იმისა რომ ბურგერების ფანი ვარ, აქამდე მათი სახლში გაკეთება აზრადაც არ მომსვლია. თუმცა დღეს "ტრადიცია" დავარღვიე, ძალიან მოვნდომე და შედეგად უგემრიელესი ბურგერები მოვამზადე :) მინდა გითხრათ რომ მათი მომზადება ძალიან მარტივია, ცოტა ინგრიდიენტები გჭირდებათ და ყველა მოყვარულს ვურჩევ რომ მაკდონალდში (ან გინდაც ბურგერ კინგში) ყიდვის ნაცვლად სახლში მოამზადოს. უფრო იაფი დაგიჯდებათ და გემოც ბევრად კარგი იქნება! თან რაც მთავარია გეცოდინებათ რას მიირთმევთ!!!!
ოთხი ბურგერისათვის დაგჭირდებათ:

ოთხი ბურგერის პური (მაღაზიებში იყიდება, მრგვალი ფუნთუშებია მარილიანი, ან უბრალოდ პატარა მრგვალი პურები იყიდეთ)
სოუსი: 3 ს.კ. კოვზი მაიონეზი ან სწელი არაჟანი, ერთი ს.კ. კეჩუპი, 3 კბილი ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი. შავი პილპილი, მარილი გემოვნებით. კარგად ამოურიეთ და მაცივარში შეინახეთ.
ყველი 8 ნაჭერი. ჩედარი საუკეთესოა მაგრამ თუ არ გაქვთ მაშინ უმარილო სულგუნის თხელი ფირფიტები რომაა ის წავა საკაიფოდ! მე გაუდა გამოვიყენე, მეტი არ მქონდა.
ბოსტნეული გარნირისათვის: ერთი ცალი პომიდორი თხლად დაჭერით მრგვალ ფორმებად, ნახევარი ხახვი თხლად დაჭერით, ორი ცალი სალათის ფურცელი ასევე წვრილ წვრილად დაჭერით
კატლეტები: ოთხი კატლეტისატვის დაგჭირდებათ 150 გრამი ფარში (ძროხა,ღორი 50/50. ან მხოლოდ ძროხა), ერთი ცალი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთი კვერცხი, 100 მლ. რძე + 3 ს.კ. დაფშხვნილი სუხარი, ორი კბილი ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი გემოვნებით. ეს ყველაფერი კარგად ამოურიეთ და გასინჯეთ მარილზე. თუ აკლია დაამატეთ.
ოთხი ცალი შემწვარი ბეკონი -გემოვნების მიხედვით.

მომზადება:
1. გაყეთ კატლეტის ცომი ოთხ გუნდად. თითოეული გუნდა ამოგუნგლეთ მჭადის ფქვილში ან სუხარიკებში, დადეთ ცხელ ცხიმოსხმულ ტაფაზე, ტაფაზევე გააბრტყელეთ და მიეცით მრგვალი ფორმა (იმხელა რომ პურზე დაეტიოს) შეწვით ორივე მხარეს. ასე მოამზადეთ ოთხივე ბურგერი.

2. აიღეთ პური და გააცალკევეთ ზედა და ქვედა ნაწილები (ან შუაზე გაჭერით). ქვედა პურზე თანაბრად გადაანაწილეთ ერთი კოვზი სოუსი, დადეთ ერთი ნაჭერი ყველი, მოაყარეთ ბოსტნეული, დაადეთ კატლეტი, კატლეტს ზემოდან ერთი ნაჭერი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი და ბოლოს ბეკონი. დაახურეთ თავზე მეორე პური.

შენიშვნა: პურს წინასწარ ღუმელში თუ შეფიცხავთ უფრო გემრიელი გემო და სურნელი ექნება თქვენს ბურგერებს :)


გემრიელად მიირთვით :)

p.s. გირჩევთ 250 გრამი ფარში აიღოთ და ოთხის ნაცვლად რვა კატლეტი მოამზადოთ. ის კატლეტი რაც მოგრჩებათ მაცივარში შედოთ და მომდევნო დღეებში კიდევ მოამზადოთ ბურგერები :)

4 comments:

ZetDachi said...

kargi receptia, sendvichebi gamiketebia chemtvis, amasac gavaketeb aucileblad :)

blogic kargia ;)

Toma said...

გმადლობ :)
დარწუმებული ვარ მოგეწონება ეს ბურგერები. რაც მთავარია ნაყიდი ბურგერებისგან განსხვვებით ყველაფერი ნატურალურია და კონსერვანტებით გამძაფრებული გემო არ აქვს :)

სენდვიჩებს სპეციალური ცხელი სენდვიჩების მანქანით აკეთებ თუ ცივ სენდვიჩებს ამზადებ?

ZetDachi said...

civs vaketeb, tan mtavaria patara fantazia mainc gagachndes :D : )

Toma said...

sruliad getanxmebi :)