Jun 13, 2011

მომღერალი ტვინი, პროექტი დემენცია.

ამ რამოდენიმე დღის წინ ვუყურე დოკუმენტურ ფილმთა სერიას ინდოეთის შესახებ. ძალიან საინტერესო ფილმები იყო ისტორიის, რელიგიის, კასტების და ხალხის შესახებ.

ერთ სერიაში აჩვენეს ერთი კასტა, რომელიც ძალიან დიდი ხნის განავლობაში ერთ ღმერთს ემსახურებოდა (შეგახსენებთ რომ ინდოეთში რამოდენიმე ასეულ ღმერთს სცემენ თაყვანს, ადგილის და ტრადიციის შესაბამისად). ღვთისმსახურების უხუცესმა თქვა რომ რელიგიური ტექსტები რომელიც ამჟამად უკვე მკვდარ ენაზეა დაწერილი, მაინც ისწავლება ზეპირად. და ეს ტექსტები არაა ერთი და ორი ფურცელი არამედ ძალიან დიდი მოცულობის ტექსტი. რაც მთვარია ტექსტის დატანა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა და მამანმდე მხოლოდ ზეპირი მეტყველებით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. რაც ყველაზე მეტად მომხვდა ყურს იყო ის რომ ტექსტები დაწერილი იყო ლექსის სტილში, გარითმული და მათი წარმოთქმა სიმღერას უფრო გავდა ვიდრე უბრალოდ ლექსის თქმას. უხუცესმა თქვა რომ ტექსტის ასეთი ფორმა ბევრად ამარტივებს დამახსოვრებას.

შემდეგ გამახსენდა ჩემი სკოლის პერიოდიც, გახსოვთ ხანდახან პროზაული ნაწარმოებებიდან გვქონდა რამოდენიმე ფურცლიანი საზეპირო ხანდახან კიდე ვეფხისტყაოსანის მთელი თავები გვქონდა სასწვალი. ჩემთვის ვეფხისტყაოსანის გარითმული სტროფების დასწავლა ბევრად უფრო ადვილი იყო ვიდრე პროზაული ტექსტის.

მერე კიდევ გამახსენდა, ადრე რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურე დემენციით დაავადდებულ ადამიანთა ჯგუფზე. რარაც პროექტი იყო სადაც თავად ავადმყოფები და ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ, სხვადასხვა სიმღერებს სწავლობდნენ და მღეროდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად ავადმყოფ ადამიანებს მეხსიერებასთან შედარებით ნაკლები "პრობლემები" ქონდათ როცა საქმე სიმღერას ეხებოდა. სიმღერა ფაქტიურად ავარჯიშებდა მათ ტვინს, აახლოებდა ახლობლებთან. ჯგუფისათვის უცხო თვალით რომ შეგეხედად, ძალიან გაგიჟირდებოდათ მიმხვდარიყავით ვინ იყო ავადმყოფი და ვინ არა.

ხოდა ალბათ ხვდებით საით წავიდნენ ჩემი ფიქრები, როგორ შეიძლება სიმღერის გამოყენება დემენციით დაავადებულ ადამიანებთან მუშაობაში და ინტერვენციაში?!

5 comments:

Keti said...

მშვენიერი იდეაა. ალბათ სამკურნალო ცენტრებში უნდა შედგეს ჯგუფები და სიმღერის საათები ჩატარდეს. მგონი მარტივია და თუ ცდიან მაინც, არაფერი დაუშავდებათ პაციენტებს...

Toma said...

არ ვიცი არის თუ არა სამურნალო ცენტრებში მსგავსი ჯგუფები პაციენტების ამ კატეგორიისათვის.

მაგრამ!!! ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ სანამ რამეს გააკეთებ აქ, ჯერ უნდა მოიძიო არის თუ არა ეს მეთოდი აპრობირებული. მაგალითად თუ ლოკალური მეთობის გვერდზე არაფერი წერია ამ მეთოდის შესახებ, ვერაფერს გააკეთებ. თუ წერია რომ მეთპდი არის მაგრამ ნაკლებად არის შედეგი ნაკვლევი მაშინ უკვე არის შანსი, თუმცა დამქირავებელთან მოგიწევს "საქმეების გარჩევა"

მოკლეთ იმის თქმა მინდა რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ იმოქმედებ ისე როგორც გინდა. თითქმის ყველაფერი რასაც აკეთებ დარეგულირებულია სახემწიფო ჯანდაცვის მიერ.

ნინ გოგ said...

თამ, 'პროზაიკულის' მაგივრად იხმარე 'პროზაული'

Toma said...

gmadlob ni :*

Keti said...

ჰო, თან კარგია, დარეგულირებული რომ არის, თან ხომ შეიძლება ბევრი რამ რჩებოდეს განუხორციელებელი ამ შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზეზით... თუ ადამიანი ძალიან არ არის დარწმუნებული თავისი მიზნის სიკარეგში, აღარ მოჰკიდებს ხელს.
სიმღერა კიდევ ისეთი რამ არის, სხვა თუ არაფერი, განწყობას აამაღლებს და არაფერს ავნებს პაციენტებს, ჩემი აზრით... :)