Jun 12, 2011

ყველაზე დიდი მტერი

დღეს ბოტანიკურ ბაღში ვიყავი, დავდიოდი დიდ და ლამაზ ხეებს შორის, ვუსმენდი ჩიტების ჭიკჭიკს, ვცდილობდი არფერზე მეფიქრა... ოღონდ უშედეგოდ.

ვფიქრობდი რა კარგია რომ ამ ზაფხულში ვიმუშავებ. რაღაცას გავაკეთებ რომელსაც აქვს აზრი, ან მე ვფიქორბ რომ აქვს აზრი და სხვისთვის შეიძლება უაზრობაა. მე როგორც ადამიანს რომელსაც ერთი წუთიც არ უყვარს უსაქმურდ ჯდომა, ამ ზაფულხს უმუშევრობა ასე მგონია რომ ძალიან უკან დამწევდა. ჯერ ერთი გადავირეოდი, მერე სხვებსაც გადავრევდი.

რათქმაუნდა ატერნატივა ყოველთვის არის, და სამუშაო რომ არა მართვის მოწმობას ავიღებდი 100%. თუმცა ახლაც დავიწყე მართვის მოწმობის ასაღებ ბილეთებზე მეცადინეობა, შესაბამისად პატარა საქმე მაინც ვუპოვე ჩემ თავს.

ხოდა ვფიქრობდი და კიდევ ერთელ დავრწმუნდი რომ უსაქმურობა არის ადამიანის ყველაზე დიდი მტერი რომელიც პირდაპირ იწვევს დესტუქციულ ფიქრებს, ეს კი ერთი ნაბიჯის სიშორეზე იმყფება დესტრუქციული ქცევისაგან. საქმის გამოჩენა, საკუთარი თავის დასაქმება და რაღაცის კეთება კი არც ისე ადვილია როცა ფრუსტრირებული ხარ ადამიანი. არადა თითქოს რა ადვილია, ამ ქვეყნად უამრავი რამ არსებობს რისი გაკეთებაც შეიძლება , მაგრამ.... დავაკვირიდი რომ რაც უფრო დიდი ხანია ადამიანი ე.წ. "უსაქმურ" მდგომარეობაში, მით უფრო უჭირს წვრილმან, მარტივ საქმეში აზრის დანახვა.

6 comments:

Da-v-iD said...

კიი. აშკარად მტერია უსაქმურობა...
წარმატებებს გისურვებ მართვის მოწმობის აღებაშიიი :)

www.ketigzirishvili.blogspot.com said...

კი, ნამდვილად ხელს უწყობს დესტრუქციულ ფიქრებს, თუნდაც დაუსაქმებლობაზე დარდს იწვევს. საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ბევრი იტანჯება ამით.

მართვის მოწმობის აღება კარგი იდეაა და წარმატებებს გისურვებ!! :)

Keti said...

p.s. აუ, როგორ ჩავწერე სახელი :)

Toma said...

დაუსაქმებელი ადამიანი ყველგან იტანჯება, ესაა ჩემი დაკვირვება. მაგრამ ის თუ როდის თვლის ადამიანი თავს დასაქმებულად უკვე სხვა რამეა და განსხვავებაა ადამიანებს და კულტურებს შორის :)

taa said...

თბილისში ხარ? :)

Tamara said...

nope, rava?