Jun 5, 2011

წვრილშვილიანი დედა

ადგილობრივ ზოოპარკში ლოსს ორი პატარა ხბო შეძინა. რადგან ლოსის ხბო არასდროს მინახავს, დრო ვიხელთეთ თუ არა ეგრევე წავედით სანახავად. ხოდა აი ეს "პატარა" ხბოები შეგვრჩა ხელში :)

პ.ს. არ მექონა ლოსს ამსიგრძე ფეხები თუ ქონდა. ძალიან გრძელი და ძაალიან თხელი. გამიკვირდა ამ სიმძიმე სხეულს ეს ფეხები როგორ იჭერენთქო, თან ეს ოხრები ისე კარგად დარბიან ტყეებსა და ჭაობებში, ბარე ბევრ ცხოველს შეშურდება :)


ისვენებენ ხბოები :)
ერთ ერთ ხბოს აშკარად იოგის კურსები ქონდა გავლილი. ძალიან გამოსადეგარია იოგის კურსები როცა კოღოები ცდილობენ კბენას :)

გემრიელი საჭმელის მოლოდინში.
დედა ცდილობს მაყურებელი დასმოტროს, იქნებ ვინმემ რაიმე გემრიელი გაიმეტოს :)
ჭამენ :)
ცდილობენ დედა წამოახტუნონ რომ რძე დალიონ. ღორმუცელები!
ეს ერთი ხბო, ფირობს რომ უკვე დიდია (ერთი თვისაა) და არ სჭირდება დედის მფარველობის ქვეშ წოლა, მგონი მამალია და ტერიტორიის ზვერვის ინსტინქტი უკვე ჩამოყალიბებული აქვს.
ამან პირი ჩაიტკბარუნა რძეთი და ახლა ტუჩებს ილოკავს, თან ჩვენ გვიყოფს ენას :D

2 comments:

Anya said...

Hi Toma

Amazing shots :)))))
Very beautiful post !!!!
Did you made these shots in Sweden
its fantastic :-0

Yes you can send me those recipes
from Italian cakes .... yummie
Thanks a lot :))))

Have a nice sunday evening
((hugs))


My Email:

anya.kareltje@yahoo.co.uk

აისბერგი said...

mravali wlis shemdeg zooprkshi gavla moandoma am postma :))))