Jun 1, 2011

ჰელპ!

მომავალ სამშაბათს ამ სემესტრის ბოლო საგამოცდო და სასწავლო დღე მაქვს. დილის 8.30 საღამოს 16.00 საათამდე გამოცდაზე უნდა ვიყოთ, ერთმანეთის პრეზენტაციებს ვუსმინოთ და შემდეგ კი ოპონირება გავუკეთოთ იმ ნამუშევარს რომელიც კურსის ხემძღვანელმა წინასწარ გადმოგვივგზავნა. ოპონირების გაკეთება ხდება იმ კრიტერიუმების მეშვეობით რომელიც ასევე წინასწარ არის მოცემული.

ნამუშევარი რომელსაც მე უნდა გავუკეთო პონირება არის ტრაგედია. საერთოდ არანაირ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, არ აქვს ლოგიკურობა და შინაარსი რომელიც ოკუპაციურ თერაპიასთან არის კავშირში. ხოდა აი ამ ნაშრომის ოპონირება უნდა გავაკეთო.

ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი ნაშრომის ავტორი რა მდგომარეობაშიცაა, და კარგად ვიცი რომ ვერ მოასწრო, თუმცა თვალის დახუჭვა და იმის თქმა რომ ეს კარგი ნამუშევარია არ შეიძლება იმიტომ რომ მაშინ მე გამოვდივარ დებილი, ხოდა არც ის ვიცი როგორ ვთქვა ეს ყველაფერი ისე რომ არც ხორცი დავწვა არც შამფური.

ჰელპ!

5 comments:

Keti said...

რთული სიტუაციაა, მაგრამ მოახერხებ ტაქტიანად...
თან მე მგონია, იმ სტუდენტმაც უნდა გაიგოს, რომ თვალის დახუჭვა არ გამოდის..

ჩორვენი¹³ said...

მე ასეთ რამეს გირჩევდი: ) ხაზი გაუსვი ყველა იმ უარყოფითს რაც არის იმ ადაიანის ნაშრომში თუმცა დაამატე ერთი ორი დადებითი და პა ხოდუ ამ დადებითს შენი აზრით განვითარება თუ რავიც დასკვნა მიაყოლე : ) ამით არც იმას გაანადგურებ ძალიან და შენს ცოდნასაც გაუსვამ ხაზს :))

Sophie שרה Golden said...

პოსტი ისე სწრაფადაა დაწერილი, გეტყობა, რომ ძალიან განიცდი. დამშვიდდი, მცენარეული ნაყენი დალიე და შეუდექი სამუშაოს. ყველაფერი გამოგივა, შენც ხომ იცი.
თუ, არ იცი? :)))))

Tamara said...

ხო ქეთი, აი ეგ ტაქტიანობა არ მაქვს. როცა პაციენტთან ვთანამშრომლობ მაშინ რარაცნარად ავტომატურად ირთვება ეგ ტაქტის ღილაკი, მაგრამ ხალტურშიკ სტუდენტებთან როცა მაქვს საქმე, ისე იმალება ეგ ოხერი :(

ჩორვენი - უარყოფითშ რომ ხაზი გავუსვა ერთი სიტყვა არ დარჩება ხაზგაუსმელი :D. მაგალითად ნაშრომის მიზანში დაწერილი აქვს რესულტატი და დისკუსიის ნაწილი, მიზანი სად არის? ვეძებე და ვერ ვიპოვე. და ასეთი ძალიან ბევრი რამ.

სოფი - ხო, საშინლად ავღელდი. ვიფიქრე რომ საბოლოოდ შევაზიზღებ ამ ადამიანს თავს იმიტომ რომ თვალის დახუჭვა მართლა ძნელია, არადა პატარა ბავშვი ყავს და ვიცი რომ ვერ მოასწრო :(

Keti said...

მაშინ მისი ხალტურის მიზეზი გაითვალისწინე (კი ითვალისწინებ), ჰოდა, ტაქტიც გამოჩნდება :)
ყველაფერი კარგად ჩაივლის!