Jun 1, 2011

რა უნდა ვიცოდეთ ძილის შესახებ?! ნაწილი პირველი

ყველამ ვიცით რომ ხარისხიანი და კარგი ძილი ასევე ხარისხინი და კარგი დღის საწინდარია. თუმცა ჩემი ბლოგის მკითხველთაგან, რამდენს შეგიძლიათ თქვათ რომ კარგად გძინავთ? ან მეგობრებს და ახლობლებს რომ კითხოთ რამდეს აქვს კარგი ძილი? ასე მგონია რომ ძალიან ცოტა დადებითი პასუხი იქნება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ პოტების დაწერა. შევეცდები მოკლედ განვიხილო თუ როგორ შეგვიძლია უძილობასთან ან უხარისხო ძილთან ბრძოლა.

-ტემპერატურა- თუ ძილის წინ თბილ აბაზანას მიიღებთ, უფრო ადვილად დაგეძინებათ. აბაზანის მიღების დროს სხეულის ტემპერატურა იზრდება, შემდეგ კი კლებულობს. ტემპერატურის ეს ცვლილება მაღალიდან - დაბლამდე განაპირობებს მოდუნების შეგრძნებას. რჩევა - ძილის წინ დაახლობით ერთი საათით ადრე მიღებული თბილი აბაზანა ადვილად ჩაძინებას უწყობს ხელს.

-საწოლში/საძინებელ ოთახში გატარებული დრო - ადამიანები ძილის პრობლემებით როგორც წესი დიდი ხანი რჩებიან საწოლში და ცდილობენ ჩაძინებას, ცდილობენ აინაზღაურონ დაკარგული ძილი. სამწუხაროდ ჩაძინება მაინც ვერ ხერხდება, შედეგად კი არის გატეხილი ღამე და გაღიზიანებული ხასიათი. რჩევა - დაიცავით ძილის რეჟიმი -საწოლლ ოთახში მხოლოდ მაშინ შედით როცა გეძინებათ, დაწექით და ადექით ყოველთვის ერთიდაიგივე დროს! მაგ. იმუშავეთ ღამის ორ საათამდე, შემდეგ დაწექით და ადექით დილის რვა საათზე, იმისდა მიუხედავად გეძინათ თუ არა.

-როგორ ვებრძოლოთ ხვრინვას? - რა ხდება ხვრინვის დროს? როცა ადამიანს ძინავს, ის კუნთები რომელბიც სასუნთქ გზებს აკონტროლებენ დუნდებიან. სასუნთქი გზები ვიწროვდება და ჩასუნთქვა ამოსუნთქვის დროს ხდება ძლიერი ვიბრაცია - ხვრინვა. რჩევა - არსებობს სპეციალური პლასტირები რომლებიც ძილის წინ ხახაზე უნდა მიიკროთ და შემდეგ დაიძინოთ. ასეთი პლასტირები ვიბრაციის სიძლიერეს ამცირებენ. ზოგადად კი ჯობია ექიმს მიმართოთ და რჩევა მიიღოთ, რადგან ხვრინვა ძალიან საშიში მდომარეობაა რომელსაც გართულებები შეიძლება მოჰყვეს.

3 comments:

Keti said...

კარგი რჩევებია და ინფორმაცია :)
ბოლო დროს ცოტა მძინავს. :(

ნინ გოგ said...

ყვეალზე მაგარი და ნაღდიდ და აუცილებელი - ადექი ადრე და ერთი და იმავე დროს, მიუხედავად იმისა, რამდენი გეძინა!

Toma said...

:)