May 3, 2011

SNOW ^* * * * * * *^

დილას გავიღვიძე და რას ვხედავ?!
მაისის პირველი თოვლი!
მაისის იმიტომ რომ ასე თუ გაგრძელდა ეჭვი მაქვს ივნისის, ივლისის და აგვისტოს პირველი თოვლიც კი გვექნება. გული ლამის კი შემიწუხდა, აყვავებულ და ახლად გამოფურჩქნულ ხეებს არ წაადგება ეს ამინდი, მაგრამ ერთი უდაოა - ძალიან ლამაზია მაისის თოვლი :)
ესეც მეორე. ვერ დებს იმიტომ რომ მთლად სველია ყველაფერი და ტემპერატურაც მაღალია იმისატვის რომ დაება შესძლოს, ხოდა ცოდვილობს :D
ესეც სიმღერა განწყობისათვის :) ოღონდ სიტყვა дождь -ის ნაცვლად წაიმღერეთ снег :)


6 comments:

Keti said...

არ მიკვირს, აქაც მეორე დღეა მზე დავინახეთ. მთელი 2 თვე ზამთარი გვქონდა...

Toma said...

ზამთარი როცა უნდა გქონოდათ მაინ გაზაფხული გქონდათ :D :D

ჩვენ კიდევ დიდი ზამთარი გადავიტანეთ, გაზაფხულიც ზუსტად ბოლო ერთი კვირაა მოვიდა ხოდა აგერ, ვი გვაცალა?!

Rode said...

ჰმ, სულ გაგიჟდა ეს ამინდი.
ამერიკაში 200 ტორნადო, ჩრთილოეთისკენ თოვლი, შუაში სიცხეები და წყალდიდობა. ყველაფერი ერთდროულად ხდება უკვე ;დ

nick_el_son said...

მეც მინდა თოვლი :))
აქ უკვე იწყება სიცხეები და საზიზღრობები :|

სოფი שרה Golden said...

გუშინ აქ ისე აცივდა, მეგონა თოვლი მოვიდოდა, მაგრამ გადავრჩით ჯერჯერობით.

Clown said...

თოვლი :შ