May 8, 2011

უგემრიელესი ნაზუქი :)

ნაზუქი - ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც ძალიან იშვიათად ვაცხობ. ალბათ არც ახლა გამოვაცხობდი რომ არა ჩემი დის დედამთილი რომელმაც ტელეფონიდან მითხრა - თონის ნაზუქს ვაცხობო. მან შეიძლება სიტყვაზე თქვა, მაგრამ მე ნაზუქი ისე მომინდა რომ დღეს დილასვე გავარდი მაღაზიაში და ვიყიდე ინგრიდიენტები, იმისათვის რომ აი ეს უგემრიელესი ნაზუქი გამომეცხო.
რეცეპტს მიყევით საფეხურებად უფრო გაგიადვილდებათ გამოცხობა, რაც მთავარია დროსაც ნაკლებს წაიღებს :)

1. მომზადეთ საფუარი - 250 მლ. თბილ რძეში ჩაყარეთ 1 ს.კ. მშრალი დროჟი, 2 ს.კ. შაქარი და 50 გრ. ფქვილი. კარგად ამოურით და დატოვეთ ამოსასვლელად (30 წუთი).

2. ღრმა თასში მოათავსეთ 150 გრ ძალიან დარბილებული კარაქი, 300 გრ. შაქარი (თუ ძალიან ტკბილი გიყვართ დაამატეთ შაქარი), 3 ცალი კვერცხი. გააკეთეთ კარგი გოგლიმოგლი და დაამატეთ 250 მლ. შემთბარი რძე და კარგად აურიეთ. დაამატეთ ამოსული დროჟის მასა, მიხაკი, დარიჩინი, ვანილი, ნახევარი ლიმონის ცედრა. კიდევ კარგად ამოურითე და შეაზილეთ ფვილი ისე რომ ჩვეულებრივი პურის მასა მიიღოთ. ბოლოს დაამატეთ 100 გრამი ქიშმიში და კიდევ ერთხელ კარგდ გადაზილეთ.

3. თასს გადააფარეთ ხელსახოცი და დადეთ სადმე თბილ ადგილას. რომ ამოვა გადაზილეთ კიდევ ერთხელ და დატოვეთ ამოსასვლელად. მეორედაც რომ ამოვა, გააკეთეთ გუნდები, გააბრტყელეთ როგორც ლავაშ პურზე დაახლობით ორჯერ მეტ სისქეზე. თუ გინდათ მრგვალი გუნდა შუაზე გაჭერით და ნახევარმთვარის ფორმა მიეცით, თუ გინდათ მრგვლად გამოაცხვეთ.

4. ნაზუქები დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და დატოვეთ ამოსასვლელად ასე ერთი საათი, როცა ამოვა გადაუსვით თავზე კვერცხის გული და შედეთ გამოსაცხობად წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით :)

2 comments:

ჭიამაია said...

ზოგჯერ შენი ბლოგი მაშიებს მე...
<3

Keti said...

უჰ, ახალგამომცხვარი ნაზუქის სურნელს რა ჯობია :)