May 4, 2011

მწვანე

რაც გაზაფხული მოვიდა და ხეები მწვანედ შელამაზდნენ მეც გამწვანება მომინდა.
მინდა ჩემს ეზოში რომ ლამაზი ხე დგას იმას ვგავდე.
ისეთი ლამაზია, მაღალი, გამჭირვალე მწვანე ფოთლებით შემოსილი.
სამზარეულოში ფანჯარასთან ვზივარ და ვუყურებ ხოლმე. მინდა გითხრათ ერთი სიამოვნებაა ამ ხის ყურება.

მაღაზიებში ვეძებე რაიმე ხალასი მწვანე კაბა ან ზედა.
ვერაფერი ვნახე :(
რა საშინელებააა, რაღაც ჭუჭყიანი აუტანელი ფერების გარდა არაფერი იყიდება მაღაზიებში :(
არადა როგორ მინდა ხალასი მწვანე ჩასაცმელი, რამე ისეთი ცოტა ცისფერშიც რომ გადადის და ძაააალიან ცოცხალია.

No comments: