May 7, 2011

ახალი კურსი "გასართობად"

გადავწყვიტე საზაფხულო სამსახურისათვის მომზადება და დავიწყე სპეციალური ონლაინ კურსის გავლა დემენციის შესახებ (მიყვარს ონლაინ კურსები, რადგან როცა მინდა მაშინ მოვაკეტინებ მასწავლებელს :D ). მიუხედავად იმისა რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაავადებათა ამ ჯგუფზე საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა მივიღეთ, მაინც ვფიქრობ რომ კარგი იქნებოდა ცოდნის გაღრმავება და სხვა თუ არაფერი მეხსიერების "გადატვირთვა".

ვფიქობ რომ რომ ეს არის ერთ ერთი ყველაზე საინეტრესო დაავადებათა ჯგუფი რომელთანაც მომიწევს მუშაობა. გინდაც იმიტომ რომ ამ ადამიანებთან ძალიან ძნელია მუშაობა, არ არსებობს ერთი სტრატეგია რომელიც ყველას გამოადგება და თითოეული პაციენტი თეთრი, სუფთა ფურცელია სამუშაოდ.

თქვენ თუ ფიქრობთ რომ დემენცია მაინცდამაინც მეხსიერების დაქვეითებას ნიშნავს ძალიან ცდებით, იმიტომ რომ დემენციის ზოგ ფორმას მაგ. Lewy body dementia ის დროს პირველადი სიმპტომები ჰალუცინაციაა. ფროტოტემპორალური დემენციის დროს პიროვნების შეცვლა ხდება და ა.შ. დემენციის თითოეული ფორმა, სიმპტომთა უნიკალურ თაიგულს წარმოადგენს, რომელიც ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს.

ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მუშაობას, რადგან როცა რაიმე გარემოში ვხვდები მხოლოდ მაშინ ვიწყებ "კრეატიულ" აზროვნებას, ვცდილობ ახალი გზების მოძებნას და სიტუაციის გაუმჯობესებას. აბა ასე მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით ცოტა მიჭირს იმის "დაჭერა" თუ როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან მუშაობა ისე რომ მათი ყოველდღიურობა უფრო აზრიანი გახდეს, რაც მთავარია შეინარჩუნონ მინიმალურ დონეზე მაინც ის ფუნქციები რომელიც საჭიროა პირადი ADL -ის შესასრულებლად.

4 comments:

Nicole said...

Tomushka, სენილური დემენცია შეუქცევადია? შემსუბუქება, დამუხრუჭება ან რაიმე ამდაგვარი შეიძლება? დედა მყავს ავად და არ ვიცი, რით ვუშველო. წამლები გამოუწერეს, ძირითადად, დამამშვიდებლები, მაგრამ ან სულ ეძინა, ანდა მკვეთრად ეცვლებოდა ცნობიერება, აგრესიული ხდებოდა. ძალიან ძნელია, როცა უმწეოდ შეჰყურებ და ვერაფერს შველი.

Toma said...

რამდენი წლისაა დედა? შეუქცევადია სამწუხაროდ.

რაც წამიკითხავს იქიდან გამომდინარე სრული დამუხრუჭება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია შენელება.

შენელება სხვადასხვა საშუალებით ხდება. ყველა პროფესიას თავისი სტრატეგია აქვს. ჩვენ ოკუპაციურ თერაპიაში ვიყენებთ ატივობას - კრეატიულს და ყოველდღიურს ადლ-ს.

ცოტა დაწვრილებით თუ მომიყვები რა სირთულეები აქვს დედას - მეტყველება, გადაადგილება, ყოველდღიური ცხოვრება, რამდენი ხანია რაც დიაგნოზი დაუსვეს? მანამდე რას საქმეიანობდა? რა დონეზე სჭირდება დახმარება? (მეილზე მომწერე - abtama@gmail.com), შევეცდებოდი რამოდენმე პრატიკული რჩევა მომეცა რომ გამოგდგომოდათ. შველა კი შეგიძლია - გვერდზე დგომით, დამიჯერე ამაზე მნიშვნელოვანს ამ წუთას ვერაფერს გააკეთებთ.

აგრესია ხანდახან წამლის უკუქმედების შედეგია, მაგრამ ხშირად მიანიშნებს რომ ადამიანს რაღაც უნდა და ვერ გავგებინებს (უჭირთ გამოხატვა, სიტყვის მოძებნა და მიტომ) ან შია, ან ტკივა რამე.

Toma said...

დამავიწყდა დამეწერა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, დემენციას ოჯახის წევრების დააავადებას უწოდებენ, რადგან დაავადებული წევრის მდგომარეობა ყველაზე მეტად მათზე აისახება. შესაბამისად ძალიან საჭირო და აუცილებელია რომ თქვენ ოჯახის წევრებმა განტვირთვა მოახერხოთ! ძააალიან აუცილებელია!

Nicole said...

უღრმესი მადლობა, Tomushka, საღამოს მოგწერ ელფოსტაზე, როგორც კი მუშაობას მოვრჩები.