May 31, 2011

მარწყვის ნამცხვარი ბეზეთი :)

დღეს გთავაზობთ გემრიელი და ადვილად მოსამზადებელ მარწყვის ნამცხვარს შოკოლადის ძირით და ბეზეთი. რატომ მარწყვის? იმიტომ რომ ახლა სეზონია, და რაც შეიძლება ბეეევრი ნამცხვარი უნდა გამოვაცხოთ :P :P

ბისკვიტი:
1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე, საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. გარეცხეთ მარწყვი და გააშრეთ კარგად.

2. 150 გრ დამდნარი კარაქი, 200 გრ. შაქარი და 3 კვერცხის გულისაგან გააკეთეთ კარგი გოგლიმოგლი. დაამატეთ 200 გრ. არაჟანი, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, 1 ჩ.კ. ვანილი, 100 გრ. შავი გახეხილი შოკოლადი და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ 6 ს.კ. ფქვილი. ნაზად ამოურიეთ. შემდეგ ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ დაახლობით 30 წუთის განმავლობაში. დრო რომ გავა, ხოს ჩხირით შეამოწმეთ ბისკვიტი თუ მზადაა. თუ ჩხირი სველია ესეიგი მზად არაა და გამოაცხეთ კიდევ 10 წუთი.

3. სანამ ბიკსვიტი ცხვება მოამზადეთ ბეზე. სამი კვერცხის ცილა ძალიან კარგად ათქვიფეთ მწიკ მარილთან ერთად, თანდათან შეათქვიფეთ 150 გრ. შაქრის პუდრა და 1 ჩ.კ. ვანილი.

4. აიღეთ დაახლობით 20 გრამი შავი შოკოლადი და დაადნეთ წყლის აბაზანაზე. 2 ს.კ. კონიაკი ან რამე ალკოჰოლი დაამტეთ. როცა შოკოლადი დადნება შიგნით ჩააწეთ მარწყვის თავები და მერე გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე ან თეფშზე გასაშრობად :)

5. როცა ბისკვიტი მზად იქნება, თავზე გადაუსვით ბეზე, შედგით ღუმელში დაახლობით 10 წუთი, დროის გასვლის შედეგ გამორთეთ ღუმელი, კარი ოდნავ გამოაღეთ და დატოვეთ ნამცხვარი შეგრილებამდე.

6. როცა ნამცხვარი შეგრილდება, გამოიღეთ ღუმელიდან, თავზე შოკოლადიანი მარწყვები მოაყარეთ და გემრიელად მიირთვით :)


პ.ს. მახინჯ ფოტოებს არ ვიმჩნევთ :D

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ჩემზე არ მოქმედებს საღამოს აბაზანა, უფრო მაფხიზლებს.

მარიტა said...

რა ძალიან გემრიელად გამოიყურება ტორტი :) სიამოვებით შევჭამდი. რაც შეეხება რეცეპტებს, კარგია რომ დებ ბლოგზე. გამოგვადგება :)