May 23, 2011

ძალიან გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა პატარა გამოკითხვაში :)

კურსის ბოლოსათვის რაპორტი უნდა დავწერო, და აქტივობა რომელიც ავირჩიე არის ბლოგის წერა. შესაბამისად ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი რა ფაქტორები თამაშობენ როლს ბლოგის წერაში?

გთხოვთ პასუხები კომენტარებში მომწეროთ. შეგიძლიათ თავისუფალი ტექსტი დაწეროთ, ან პასუხი გასცეთ შემდეგი პუნქტების მიხედვით:

  1. გარემო - ფიზიკური, სოციალური, ვირტუალური.
  2. პიროვნება - ღირებულებები, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და კოგნიტური თავისებურებები.
  3. აქტივობა - რა საფეხურების გავლა არის საჭირო იმისათვის რომ შევძლოთ ბლოგზე წერა?
ყველას დიდი მადლობა :)

3 comments:

ჩორვენი¹³ said...

მოკლედ კითხვების მიხედვით არ ვიცი მაგრამ ემ დაგიწერ : ) ყველას აქვს მოთხოვნილება ჩემი აზრით რომ თავისი ”ტარაკნები” სხვებს შეაყაროს თუ გაუზიაოს თუ როგორცაა მაგრა ზოგჯერ ისეთი სიტუაციაა რომ შენიანებს არ გინდა თავს მოახვიო რაღაც და ამ დროს გინდა ვიღაც უცხო რომელიც არ გულთან ახლოს მიიტანს და ისე უბრალოდ მოისმენს ერთ ყურში შეუშვებს მეორედან გამოუშვებს და ასეთ დროპს ჩნდბა იდეა ბლოგზე წერის, აი ვიღაც შემოვა უბრალოდ ნახავს არ მიცნობს არ ვიცნობ და რამეს ისიც შემომჩივლებს და წავას პრინციპია.

ან კიდევ მეორე ვარიანტიცაა როიდესაც ადამიანს სჭირდება თანამოაზრეები ან რაღაც მსგავსი და სჭირდება საკუთარი მიგნებების, იდეების გაზიარება ამისათვის ბლოგი საუკეთესო რამეა, არც აწუხებ ვინმეს და ასე ვთქვატ ”შენიანებიც” ადვილად გპოულობენ : )

Toma said...

გმადლობ! რაც შენ დამიწერე მაგას ფსიქოლოგიურ მომენტში ჩავწერ :*

მარიტა said...

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ვინც ბლოგზე წერს სხვასხვა მიზეზი აქვს ამისთვის. თუმცა ჩემი თავიდან და სხვებზე დაკვირვებიდან გამომდინარე, ბლოგი საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება მგონია. ბლოგი ძალიან კარგი სივრცეა, იმისთვის, რომ გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები, ვიპოვოთ თანამოაზრეები, ვიკამათოთ, გავარჩიოთ ჩვენთვის საინტერეო თემები და ა.შ