May 22, 2011

კლადკაკა მარწყვის საწებლით :) მნიაააამ :)

დღეს გთავაზობთ შვედეთში ძალიან პოპულარული შოკოლადის დესერტსის რეცეპტს, რომელიც როგორც წესი ნაღების კრემით მიირთმევა, მაგრამ რადგან მე და ნაღები ვერ ვმეგობრობთ, კრემი მარწყვის საწებელით შეცვალე. ნამცხვარს ქვია კლადკაკა და მისი მომზადება თითოეულ თქვენთაგანს უმარტივესად შეუძლია, განსაკუთრებით კი ახლა როცა მარწყვის სეზონი თავის ზენიტშია :)

ჩემი კლადკაკა ძალიან გემრიელი გამოვიდა - სველი კონსისტენცის ნამცხვარი შოკოლადის ძალიან გამოკვეთილი გემოთი.

აბა ასე, დავიწყოთ კლადკაკას მომზადება :)

სანამ ცომის მომზადებას დაიწყებთ: წინასწარ გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე. 26 სმ დიამტერიან ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.

მოვამზადოთ ცომი : 2 კვერცხისაგან, 200გ შაქრის ფხვნილისაგან და 3 ს.კ. კაკაოსაგან მოამზადეთ კარგი გოგლიმოგლი. დაამატეთ 1 შეკვრა შაქრიანი ვანილი, 75 გრამი დამდნარი კარაქი და 150 გრამი ფქვილი + მეოთხედი ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი (თუ არ გაქვთ არაუშავს, არც ისე საჭიროა). ეს ყველაფერი ძალიან კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით წინასწარ მომზადებულ ფორმაში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. (ცომს რომ გადაანაწილებთ ფორმაში ნახავთ რომ ის თხელი იქნება და ასეც უნდა იყოს)

შენიშვნა: კარგად დააკვირით - ნამცხვარს როგორც კი თავი მოუშრება ესეიგი მზადაა. ამიტომ 10 წუთის გასვლის შემდეგ გამოხსენით ხოლმე ღუმელის კარი და ნამცხვრის თავის სიმშრალე ხელით მოსინჯეთ.

მარწყვის საწებელა: 200 გრამი მარწყვი/მალინა დააბლენდერეთ ან ჩანგლით კარგად გაჭყლიტეთ. მარწყვის გემო რომ კარგად გამოიკვეთოს სასურველია ერთი ჩაის კოვზი ლიმნის წვენის დამატება (თუ არ გაქვთ არააა აუცილებელი). შაქრი არ დაამატოთ, იმიტომ რომ ნამცხვარი ძალიან ტკბილია და რაიმე მომჟავო გემოს საწებელი სჭირდება რომ გემო გაანეიტრალოს.

გემრიელად მიირთვით :)

1 comment:

Keti said...

რა კარგი რამე ჩანს, ძალიან მომინდა :)