May 20, 2011

კურიოზები ჩემი პატარა დისშვილის ცხოვრებიდან ;)

ჩემი პატარა დისშვილი თამარი, 3 წლის.

ფრჩხილების კვნეტა დაუწყია, ხოდა თურმე როცა "დანაშაულზე" იჭერენ ამბობს - ფრჩხილებს კი არ ვიკვნიტავ, თითებს ვიფხან, მართლა. (რაღა ფრჩხილების კვნეტაში დაემსგავსა დეიდამისს :()

სტუმრად რომ მიყავთ, ელოდება როდის მისცემენ კომპლიმენტებს. გუშინ სკოლაში ყოფილა წასული და სახლში უკმაყოფილო მოსულა - არავინ მითხრა თაკო რა ლამაზი გოგოაო.

როცა ეძახიან თამარს, თამუნას პასუხობს - მე თაკო ვარ.

როცა რაიმე ახალი აცვია (ან მისი ფავორიტი ძველი ჩასაცმელი) დაეყუდება ხოლმე მშობლების, მეზობლების, ნათესავების წინ (ვისაც ხელში მოიგდებს :D ) და ელოდება როდის ეტყვიან კომპლიმენტს. მანამ დგას სანამ სასურველ კომპლიმენტს არ მიიღებს :D :D

4 comments:

Nanako Ust said...

ვაიიმეეე..)))) ფრჩხილების კვნეტაზე მაგარი იყო რა.. :დ :დ

Keti said...

საყვარელი :) <3

ნინო ჭარხალაშვილი said...

პატარა ტერორისტი გყავთ :)

Toma said...

Nanako Ust - hooo :D მაგხელა რომ ვიყავი ლაპარაკი არ ვიცოდი, თორემ ასე მგონია მეც მასე გავიმართლებდი თავს.

Keti - ჰოო, სულელუნია გვყავს :*

ნინო - ნუ იტყვი, და ყველა რომ იცინის ამ პატარა ხულიგანზე. დატორორებული ყავს ყველა განსაკუთრებით უფროსი და.