May 19, 2011

დავხტუნავდი

ორი უცნაური რამ დამემართა.
1. ვარჯიშის ერთი დღეც რომ გამოვტოვო ფეხის სახსრები მტკივა. ეს ტკივილი მხოლოდ ჯდომისას და წოლისას მქვს, თორემ თუ დავდივარ ან როცა ვდგევარ ვერ ვგრძნობ.

2. ამ თვეში მგონი მარვენა ფეხის m. triceps surae დავიზიანე თავად კუნთი ან კიდევ მყესი. ჯერ არ ვიცი. ფეხის წვერზე აწევის ან დაწევის დროს საშინლად მტკივა, ეს კი ნიშნას რომ ვეღარ დავრბივარ ისე როგორც მინდა. არადა უკვე ერთი საათამდე ვიყავი ასული სირბილში, ყოველ ათ წუთში ორ წუთიანი სიარულით.

თუ არ გადამიარა ექიმს მივაკითხავ :)


p.s. ველაპარაკე დღეს ექიმს და როგორც ჩანს კუნთის ანთება მაქვს. თავი უნდა შევიკავო სიბილისგან და ანთების საწინაამღდეგო მედიკამენტი მივიღო. ტეხავს, ისე საკაიფოდ დავრბოდი!

2 comments:

Keti said...

უი, როგორ გაგიცივდა :(
იმედია, მალე გაგივლის :*

Toma said...

ქეთი, გაცივებისგან არ მომსვლია.
ზედმეტი დატვირთვისაგან მომივიდა სამწუხაროდ.

კი გადამაივლის, დავიწყე უკვე დიკლოფენაკის მიღება და სამშაბათამდე არ ვივარჯიშებ. :)