May 15, 2011

ევროვიზიის გამარჯვებული

ხოდა ასე მეგობრებო!
აზერბაიჯანმა მეოთხე ცდაზე მოახერხა ევროვიზიის გამარჯვება! ისე აზერბაიჯანმა კი არა შვედებმა გაიმარჯვეს რადგან სიმღერა და ნომერი სწორედ შვედების დადგმული იყო, ბექშიც კი შვედები ყავდათ.

როგორც ყოველთვის ვერ ვხვდები რატომ მოეწონა ევროპას მათი სიმღერა, მაგრამ მაინც, ვულოცავ ჩვენს მეზობლებს :)

ესეც გამარჯვებული სიმღერა :)
მომავალ წელს ბაქოში შევხვდებით :)



პ.ს. ჩვენ მეცხრე ადგილზე გავედით. ვფიქრობ რომ 25 ქვეყანას შორის მშვენიერი შედეგი!

3 comments:

Keti said...

ქართველების და აზერბაიჯანელების გამოსვლა ვნახე მარტო
ამბობენ, პოლიტიზირებულიაო და მეც ასე მგონია :)

Tamara said...

ჩვენ რას გავუგებთ ქეთი.

ასეთ დიდ კონკურსებზე ცოტა ძნელია რამის გაგება. ამ წელს ადრინდელი "მეზობლობის" ლოგიკაც კი არ იყო. უამრავმა ქვეყანამ მისცა ამ სიმღერას ხმა, ისეთებმაც კი რომელებიც არ მეზობლობდნენ აზერბაიჯანთან :)

Sophie שרה Golden said...

ეს კონკურსი ყოველთვის პოლიტიზირებული იყო და წელს ალბათ, ბევრი ნავთობი მოიპოვა აზერბაიჯანმა :)))
ბერლინში იყო წელს ეს კონკურსი? მე აზრზე რომ არ ვარ :დ

მომეწონა ისე სიმღერა, რაღაცნაირი თბილია და პაპსა, ძილის წინ მოუსმენს კაცი.