May 11, 2011

დღის ფოტოკოლაჟი

უნივერსიტეტის დავალების გამო, ჩემი ქალაქის გვერდით მდებარე პატარა კუნძულზე წავედით (მე და სამი სხვა ჯგუფელი). ეს სურათები იქ გადავიღე, იმედია ისიამოვნებთ :) ხარისხი ცუდია, ჯერ ერთი იმიტომ რომ ფრინველები შორს იყვნენ და მერეც იმიტომ რომ ძალიან მოძრაობდნენ :)

ეს არის ხოხობი. ძალიან ხშირად შეხვდებით ამ ფრინველს და მისი არ დანახვა შეუძლებელია.
რაღაც ბუჩქი.
კანადური ბატი თავისი ჭუჭულებით :)
სიმაღლის მიხედვით მწკრივში მოცურავე ჭუჭულები. ისეთი კარგი ამინდი იყო ლამის მეც შევუერთდი :)
სანაპიროს ყვავილები
და კიდევ ხოხობი :) იგივე რაც ზევით :)
მოცურავე ოჯახი :) რა მაგარია ისე, ეს ფრინველები წყალშიც ცხოვრობენ, მიწაზეც და ფრენაც შეუძლიათ :)

4 comments:

Keti said...

რა კარგი ფოტოებია, იხვები განსაკუთრებით
:)

Keti said...

უფრო სწორად, ბატები :)

ninita.khvedelidze said...

შენ ბლოგს შემთხვევით გადავაწყდი მინდოდა გამეგო რა იყო ლიმონის ცედრა,ძალიან მომეწონა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება გაქვსს ხო გოგო ხარ :):)იმიტო რო იმდენი რეცეპტები გიწერია:):)ხოდა სხვაგან სად უნდა დავწერო ვერ მივხვდი რო გამეგებინა რომ შენ ბლოგს კიდევ ერთი მკითხველი შეემატაააააა :*

Toma said...

ninita - ძალიან გამახარე :) უფრო გამიხარდება თუ ამ რეცეპტეპს პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ მოიწონებ :)

ლიმონის ცედრა რა არის იპოვე? ეს არის ლიმონის კანი, სახეხზე ლიმნის კანის ყვითელი ნაწილი რაცაა ის უნდა გახეხო და მიიღებ ცედრას. :)