May 9, 2011

და მერე იტყვიან ტექნოლოგიების განვითარება ცუდად აისახება საზოგადოებაზეო!

სამი თვის შემდეგ მსოფლიოში ჯერჯერობთ პირველი და უნიკალური ოპერაციის შედეგების შესახებ შვედი ქეიმები თამამად და ამაყად საუბრობენ. The Sahlgrenska Academy მკვლევარებმა და ექიმებმა შეიმუშავეს უნიკალური ტექნიკა ღეროვანი უკრედების გამოყენებით და სიცოცხლე შეუარჩუნეს 10 წლის გოგონას დაამყარეს რა კავშირი ღვიძლსა და ნაწლავებს შორის.

რაში მდგომარებდა პრობლემა? - ადრეული ასაკიდან გოგონას ქონდა პრობლემა ღვიძლისა და ნაწლავებს შორის არსებულ ვენურ სისხლძარღვებზე. ვიწრო სისხლძარებისა და საცობის რისკის გამო, საშიშროება იმისა რომ სისხლძარღვი გასკდებოდა და ინტერნალური სისხლდენა მოხდებოდა ნებისმიერ წუთს იყო. გარდა ამისა, რადგან ღვიძლი თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა, სისხლი თანდათან იწამლებოდა და ორგანიზმში საშიში ნივთიერებები გროვდებოდა. ორი გამოსავალი იყო - 1. ღვიძლის გადანერგვა და შედეგად გოგონა მთელი ცხოვრება სპეციალური მედიკამენტური მკურნალობა დასჭირდებოდა ან 2. ახალი ტექნოლოგიის გამოყენება ღეროვან უჯრედებზე დაყრდნობით.

როგორ გააკეთეს ოპერაცია? -საშენ მასალად გამოიყენეს გარდაცვლილი დონატორის სისხლძარები რომელებიც ქიმიურად კარგად დაამუშავეს და გაასუფთავეს უჯრედებისაგან. ეს სისლძარღვები მხოლოდ "არმატურის" ფუნქციას ასრულებდნენ. მეორე ეტაპზე გოგონას ღეროვანი უჯრედები "დათესეს" გასუფთავებულ სისხლძარღვებზე და დაახლობით ოთხ კვირაში ლაბორატორიულად ახლი სისხლძარღვები გამოზარდეს. შემდეგ კი ეს სისხლძარები გამოიყენეს ღვიძლსა და ნაწლავებს შორის ვენური კავშირის დასადგენად და აღსადგენად.

სამი თვის შემდეგ გოგონა ძალიან კარგად გრძნობს თავს "ციყვივით ატიური და ცოცხალია" როგორც ექიმები ამბობენ. რადგან გოგონას თავისივე "მასალა" გადაუნერგეს, ამიტომ მას არ დასჭირდება წამლები.

მკვლევარები და ექიმები ამჟამად მუშაობენ არტერიების გამოზრდასა და ახალი ორგანოების შექმნაზე.

სტატია აქ!

ეს სტატია რომ წავიკითხე აღფრთოვანება ვერ დავმალე და ეგრევე გაგიზიარეთ. წარმოგიდგენიათ რამდენი დაავადების შემთვევაში შეიძლება ამ ტექნოლოგიის გამოყენება და რაც მთავარია ავადმყოფი თავიდან იცილებს ყოველგვარ წამლებსა და მათ შედეგად გამოწვეულ უკუჩვენებებს!? კი თავად მეთოდიკა ისევ შემუშავების პროცესშია, მაგრამ ვფიქრობ რომ ღეროვან უჯრედების გამოყენება ძალიან პერსპექტიულია, და დარწმუნელბული ვარ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მათი გამოყენების არეალი, გინდაც იმიტომ რომ მედიცინის განვითარებასტან ერთად ტექნოლოგიებიც ვითარდება და ამ უკრედებზე მუშაობა სწორედ რომ ლაბორატიაზეა დამოკიდებული.

No comments: