May 8, 2011

კონსტრუქციული წუწუნი!

არ მინდოდა წუწუნი, მაგრამ უნდა ვიწუწუნო ბლოგზე თორემ რეალში შევჭამე საწყალი ჩემი ქმარი.

ესეიგი ეს ბოლო კურსი რომელსაც ქვია "აქტივობა, კრეტიულობა, აზრიანობა და დასწავლა" და რომელიც ექვსი კვირის მანძილზე იქნება და რომელიც 9 ქულიანია მაგიჟებს!!! ჯურსის ყველა დავალება, სემინარი და საბოლოო საგამოცდო დავალება აგებულია გრძნობების, ემოციების გააზრებაზე ამა თუ იმ აქტივობის წინ, განმავლობაში და შემდეგ.

გავაფრენ!!! ჩემს ემოციებსა და გრძნობებზე რომ მინდოდეს საუბარი ფსიქოლოგთან მივიდოდი! არ შემიძლია ამ მარაზმის მოსმენა და კეთება მთელი 6 კვირის განმავლობაში და არ ვიცი რა ვქნა. წარმოიდგინეთ, სამშაბათის სემინარისთვის უნდა წავიკითხოთ ოთხი სტატია, და დავალება ის კი არ არის რომ შეაფასეთ ან რას ფიქრობთ სტატიებზეო, არამედ - რას გრძნობდით სტატების წაკითხვისასო. აააააააააააააააააააააააარრრრრრრრ შემიძლიაააააააააა! არ მიყვარს მე გრძნობებზე და ემოციებზე აგებული საგნები, მუშაობა და ა.შ. ძალიან მიჭირს რომ მასწავლებელს არ ვუთხრა ის ყველაფერი რაც აქ დავწერე :(

2 comments:

ჭიამაია said...

შენც ადექი და ეგ ემოციები ჩამოუწერე :)))) ემოციები არ უნდათ მაგათაც? :)

Keti said...

რა უცნაურია, სწავლობდე და თან საკუთარ ემოციებს აღრიცხავდე :)