May 7, 2011

გადარეული ორქიდეები :)

ჩემი ერთი ორქიდეა სულ გადაირია. დაიჯერებთ რომ ივლისის შემდეგ ყვავის, და კიდევ ამოსდის საკვირტე ღეროები? აი ნახეთ :) უკვე მეშინია რომ ყვავილობას რომ დაამთავრებს დაისვენებს "მრავალჟამიერ" , მინიმუმ ორი წლით :D :D

პრინცესა ვანდამ კი სურნელის ფრქვევა დაიწყო. არადა როცა ვიყიდე მაშინ საერთოდ არ ჰქონია სურნელი. ალბათ ვანდა ორქიდეის ყვავილების არსებობის ის პერიოდია როცა მწერების მიზივდა სჭირდებათ და ამიტომაც დაიწყეს სურნელის გამოშვება. არადა მეგონა ვანდა მწერებს დიდი და ფერადი ყვავილებით იზიდავდა. ესეც სურათი თვალის გასახარად :) პ.ს. ვაღიარებ რომ არ ვიცი სურათების გადაღება :d
P.S. ვიცი თემასთან არავითარ კავშირშია მაგრამ უნდა ვთქვა, აი ეს მოწყობილობა მსოფლიოში ყველაზე კარგ ყავას აკეთებს. რაის ესპრესო მანქანა, რაის კაფსულები?! გაუმარჯოს ჯეზვე/ჯავზს! :D :D

4 comments:

Rode said...

ოი რა კარგია! რა ლამაზია, რა ლამაზიაა. ჩემი ჯერ არაფერს შვრება, მარტო ახალი ფოთლები ამოსდის და ეგაა და ეგ :დდ

პ.ს.
ჯავზი ჰქვია მადუღარას ;)

bookworm said...

მე როგორც ვიცი, ჯეზვე ჰქვია და ელექტრო მადუღარებს არც მე ვეკარები. ყვავილების მშურს, რა ლამაზებია :)

Toma said...

მეც მაქვს რამოდენიმე მასეთი უსაქმური მხოლოდ ფოთლები რომ ამოსდის. უნდა შევაშინო :D

Rode, bookworm - gmadlob, chavascoreb axla.

Keti said...

რა მაგარია, ასე რომ ყვავის! :) <3

მეც ასეთ მადუღარაში ვადუღებ შინ, მართლა გემრიელი დუღდება.