May 4, 2011

ქაოსიდან სტრუქტურამდე და პირიქით.

ქაოსიდან სტრუქტურის შექმნა ისეთივე ხელოვნებაა როგორც სტრუქტურიდან ქაოსის. თუმცა პირველ შემთვევში ტვინი პრქტიკული თვალსაზრისით მუშაობს მერე შემთხვევაში კი უფრო "რომანტიკულია", ანუ ურევს ცოტას :P :)

რეალობაშიც ასეა. იმდენი რამ ხდება ჩვენს გარშემო, იმდენი რომ ძნელია ხანდახან იმის გარკვევა თუ სად ვართ და რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ყველფერი. ერტი შეხედვით თითქოს ქაოტურია ყველაფერი. მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენი ცხოვრების და გარემოცვის დალაგებას დავიწყებთ ყველაფერი იცვლება.

მე პირველ კატეგორიას განვეკუთვნები, ანუ ვარ ადამიანი რომელსაც სტრუქტურა უყუვარს და სტრუქტურისაკენ მიისწრაფვის. განსაკუთრებით კარგად ეს მაშინ ჩანს როცა საქმე რაპორტებისა და საშინაო დავალებების წერას ეხება. ყოველთვის მაქვს რაღაც მატრიცა უჯრებით და შიდა უჯრებით სადაც კოხტად და ლამაზად ვათავსებ ინფორმაციას რომელიც ხშირად ქაოტური და ძალიან დიდი მოცულობისაა. მაგრამ!!! სანამ მატრიცაში ინფორმაციას მოვათავსებ, თავიდან მატრიცას ანუ ჩონჩხს ვქმნი და ამას რაც შეიძლება ადრეული სტადიდან ვიწყებ.

დამიჯერეთ სტუდენტებო ვისაც საწერი სამუშაოები გაქვთ, მატრიცის შექმნა დავალების მოცემის პირველი დღიდანვე დაიწყეთ, ნელ ნელა ინფორმაციით შეავსეთ და დავალების ჩაბარების დრო რომ მოვა თავადვე დარჩებით სასიამოვნოდ გაკვირვებულნი თუ რა კარგად გაართვით თავი საქმეს :)

No comments: